მაიკ პომპეო - ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და ამისთვის საფასურს გადაიხდის

მაიკ პომპეო - ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და ამისთვის საფასურს გადაიხდის

access_time2020-04-24 09:29:01

ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და საფასურს გადაიხდის ჩადენილისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია „ფოქსის“ ეთერში განაცხადა.


„მათ ხელში არსებული ინფორმაციის არგაზიარებით ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და გლობალური ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ამერიკის ეკონომიკისთვის უზარმაზარი გამოწვევა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.


როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ჩინეთი ამ დრომდე არ აწვდის სრულ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებს.


„მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და არ შეგვიძლია ჩვენი გუნდის გაგზავნა ადგილზე, რათა მან ჩაატაროს საჭირო სამუშაო. ეს არის მიმდინარე გამოწვევა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს ის, რის გაკეთებაზეც ისინი პასუხისმგებელნი არიან, როდესაც მათ ქვეყანაში პანდემიაა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.



„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს სრული გამჭვირვალობა ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ არის რაღაცები, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.


სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლება „გადაიხდის საფასურს იმისთვის, რაც გააკეთა“.


ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელ მიზანს ვირუსის გაკონტროლება, ეკონომიკის აღდგენა და იმ ფაქტების მოპოვება წარმოადგენს, რომელიც მას ჯერ არ აქვს.


„ამერიკელებმა იციან, რომ ეს არის ჩინეთში, უხანში წარმოშობილი ვირუსის შედეგი და მათ იციან, რომ ჩინეთის მთავრობამ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა პომპეომ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up