აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან დაპირისპირებაში გაიმარჯვებს, ვინაიდან ჩინეთი საბჭოთა კავშირის შეცდომებს იმეორებს.
„მჯერა, რომ ამის გაკეთებას შევძლებთ, ვინაიდან ადრე ეს უკვე გავაკეთეთ. იმიტომ მჯერა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია იმ შეცდომებს იმეორებს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუშვა“, - განაცხადა მაიკ პომპეომ რიჩარდ ნიქსონის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით ჩინეთი ღრმად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში.
„პეკინი ჩვენზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენ მათზე. საუბარი არ მიდის შეკავებაზე. საუბარია ახალ რთულ გამოწვევაზე“, - დასძინა მან
Imedinews.ge