აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკლ ბლუმბერგი მზად არის, მისი ქონების დიდი ნაწილი თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის გასტუმრებაზე დახარჯოს. ამ შინაარსის განცხადება ბლუმბერგმა Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, „პირველი პრიორიტეტი ტრამპის მოშორებაა“.
ერთ-ერთი მიზეზი, როს გამოც დარწმუნებული ვარ რომ ტრამპს დავამარცხებ, ის არის, რომ ზომიერი „რესპუბლიკელებისთვის“ მისაღები კანდიდატი ვიქნები“, - აღნიშნა ბლუმბერგმა.
ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ ნოემბერში განაცხადა. ის კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრის. ბლუმბერგის თქმით, მისი მიზნების დონალდ ტრამპზე გამარჯვება და ამერიკის აღორძინებაა.
Imedinews