მაია ზავრაშვილი - მთავრობას სურს, წიაღისეულის სექტორში ისეთი საინვესტიციო კლიმატი შექმნას, რომ ეს სექტორი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდეს

მაია ზავრაშვილი - მთავრობას სურს, წიაღისეულის სექტორში ისეთი საინვესტიციო კლიმატი შექმნას, რომ ეს სექტორი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდეს

access_time2019-12-05 22:30:01

მთავრობას სურს, წიაღისეულის სექტორში ისეთი საინვესტიციო კლიმატი შექმნას, რომ ეს სექტორი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდეს. უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავების მიზნებისთვის სახელმწიფო სარგებლობაში არსებული ქონება გამარტივებული წესით მიიღონ. ამის შესახებ წიაღისეული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმასაქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში მთავრობის მიერ შემუშავებული წიაღის რეფორმის მრავალკომპონენტიანისტრატეგია განიხილეს, რომელიც აქცენტს ნედლი წიაღისეულის ექსპორტის ნაცვლად, გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტზე აკეთებს, რათა ქვეყანაში დამატებით ღირებულება შეიქმნას.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ეს რეფორმა უპირველეს ყოვლისა, წიაღისეულის რაც შეიძლება ეფექტურად ათვისებასა და ბიზნესისათვის გამჭვირვალე თამაშის წესების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.


„ეს რეფორმის პირველი ფაზის საბოლოო პროდუქტია. რეფორმა გასულ წელს დავიწყეთ და მიზნად ისახავს, რომ წიაღის სექტორში მთავრობის ხედვა ჩამოყალიბდეს, თუ რა მიდგომით და პრინციპებით სურს ამ სექტორის განვითარება. პირველი ფაზის პროცესში აქტიურად იყო უზრუნველყოფილი კერძო სექტორის, ისევე როგორც სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ამ ფაზაზე მუშაობა სტრატეგიის პროექტით დასრულდა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დამტკიცდა. აქ საუბარია, რომ გვსურს სექტორი იმ პრინციპების მიხედვით განვავითაროთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული წიაღისეული რესურსი რაც შეიძლება ეფექტიანად ავითვისოთ და ბიზნესს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი თამაშის წესები მივცეთ. ეს არის ძირითადი ამოცანა, რაც ამ პოლიტიკის დოკუმენტით გვინდოდა გვეთქვა“, – განაცხადა ზავრიშვილმა.

მისი განმარტებით, რეფორმის სტრატეგიის დოკუმენტი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.





24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up