მაია სიდამონიძე: ჩამოსული ტურისტი 21:00 საათის შემდეგ სასტუმროში უნდა ჩაიკეტოს?

მაია სიდამონიძე: ჩამოსული ტურისტი 21:00 საათის შემდეგ სასტუმროში უნდა ჩაიკეტოს?

access_time2021-01-22 19:00:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რესტორანი და სასტუმრო „ტერასას“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მთავრობის დაანონსებული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება არათანმიმდევრულია. როგორც სიდამონიძე აღნიშნავს, ფრენების გახსნა საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.



„თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვსმენია მსგავსი ანონსი და შემდეგ არ ასრულებულა. მეორე მხრივ, ეს არათანაბარი პოლიტიკა შეზღუდვებთან დაკავშირებით არაადეკვატურია. ფრენები რომ აღდგეს, ვინც ჩამოვა, გამოდის, რომ მთის კურორტებზე ვერ დაისვენებს, ვერ ისარგებლებს სხვადასხვა ტურისტული მომსახურებით, რადგან ყველა ასეთი ორგანიზაცია, რესტორანი თუ სასტუმრო, დაკეტილია.



თუ არ მოხდა მათი რეაბილიტაცია, გახსნა, ვერ ვხვდები ფრენებს რა მნიშვნელობა აქვს? გარდა ამისა, როდესაც რაღაცას აანონსებენ და შემდგომში გადაწყვეტილებას ცვლიან, ესეც არ არის ნორმალური. შეიძლება დღეს გვითხრან, რომ ხსნიან და მერე 1 თვეში ისევ დაკეტონ,“ - აცხადებს სიდამონიძე.



მისი განმარტებით, შექმნილ სიტუაციაში ტურისტულ ბიზნესს სამომავლო მოლოდინები არ აქვს. სიდამონიძის განცხადებით, სექტორი მთავრობას თვეების განმავლობაში ემუშავა იმისთვის, რომ სექტორში რეგულაციები დანერგილიყო, რაც გახდებოდა იმის საფუძველი, რომ ბიზნესი არ დაკეტილიყო.



სიდამონიძის განცხადებით, სიტუაციიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იმხელა კონკურენციაა, რომ ყველა მიმართულება, რომელიც არ დაიკეტა და გახსნილია, იბრძვის გადარჩენისთვის. შესაბამისად, მათ აქვთ უამრავი შემოთავაზება.




„ამასობაში საქართველო რას სთავზობს, გაჩერებულია ყველანაირი მარკეტინგული აქტივობა, გეგონება გავქრით საერთოდ ტურისტული რუკიდან, მეორე მხრივ, ვინც არის ტურისტული სერვისის პრიოვაიდერი, ფაქტობრივად ნახევარზე მეტი გაკოტრებულია და მეორე ნახევარი გაკოტრების პირასაა. თუ არ იქნა ტრანსპორტი და ტურისტს გადაადგილების საშუალება არ ექნა, ასევე კვების და ელემენტარული გასტრონომიის დაგემოვნება ვერ შეძლეს, სხვას რას ვთავაზობთ? ამას ერთვის ისიც, რომ ვართ წითელ ზონაში, არ ვართ უსაფრთხო ქვეყანა და ვაქცინაციის გეგმაც კი არ გვაქვს შეთანხმებული. დღეს ესეც მოქმედებს, უსაფრთხოების ნორმები მოგზაურების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს მაია სიდამონიძე.



მისი განცხადებით, ქვეყანას არ აქვს გარკვეული და გაცხადებული, თუ ფრენების გახსნისას რა რეგულაციები იქნება აეროპორტში და საზღვარზე. სიდამონიძის განცხადებით, ფრენების გახსნის გადაწყვეტილებასთან ერთად, კარგი იქნებოდა დაანონსებულიყო რა მიმართულებები დაიწყებს ფრენას და რეალურად, რა რეგულაციები იქნება.



„როდესაც ტურისტული სააგენტო უცხოელ პარტნორს შეთავაზებებს უგზავნის, ინფორმაცია ელემენტარულად რა უნდა მიაწოდოს, არ აქვს. ერთმანეთს ვეკითებით ხშირ შემთხვევაში, კომუნიკაციაც ისეთი ქაოტურია, რომ ხშირ შემთხვევაში ჭორის დონეზე ვიგებთ ხოლმე. ამიტომ, მთლიანად ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა,“ - აცხადებს სიდამონიძე.



შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ 1-ელი თებერვლიდან რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურული რჩება სარესტორნო ბიზნესი, ასევე მთის კურორტები. 1 მარტამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.




business-partner.ge











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up