მაია სიდამონიძე: „მცდარი სახელმწიფო პოლიტიკაა რუსულ ბაზარზე ფულის დახარჯვა და ამით მასზე დამოკიდებულების გაზრდა“

მაია სიდამონიძე: „მცდარი სახელმწიფო პოლიტიკაა რუსულ ბაზარზე ფულის დახარჯვა და ამით მასზე დამოკიდებულების გაზრდა“

access_time2019-08-09 17:00:43

„მცდარი სახელმწიფო პოლიტიკაა რუსულ ბაზარზე ფულის დახარჯვა და ამით მასზე დამოკიდებულების გაზრდა, მაშინ როცა იგი ყველაზე არასანდო და არასტაბილური ბაზარია“- განაცხადა რადიო “კომერსანტთან“ საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ტურისტული კომპანია „პრო თრეველის“ ხელმძღვანელმა, მაია სიდამონიძემ.



„ქვეყანაში ნეგატიური და პანიკური ტალღის დანერგვა მიმდინარეობდა, თუმცა, ვფიქრობდი, რუსეთიდან ტურისტული ნაკადის კლება არ დაფიქსირდებოდა, იქნებოდა მხოლოდ ზრდის ტენდეციების კუთხით შემცირება. ის მოლოდინი, რომ რუსეთიდან პირდაპირი რეისების გაუქმებით საერთოდ გაქრებოდა რუსული ბაზარი და შედეგი იქნებოდა ბევრად უფრო ტრაგიკული, არ გამართლდა,“   აცხადებს სიდამონიძე.



მისი აზრით, რუსი ტურისტების 6%-იანი შემცირება არ არის ტრაგიკული.


“ტურისტების 6%-იანი შემცირება არ არის ტრაგიკული და არ ყოფილა იმის საფუძველი, რომ სახელმწიფოს ჩვენი გადასახადების ხარჯზე სუბსიდირება გაეკეთებინა ფრენებში. რეალურად დავინახეთ, რომ სუბსიდირების გარეშეც, ისედაც ჩამოდიან რუსი ტურისტები სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებებით და ტრანზიტული ფრენებით. ნებისმიერი სუბსიდირება არის მცდარი. შემცირებული რაოდენობების ამოვსება სხვა ბაზრების ხარჯზე მოხდა და ამიტომ მივიღეთ ზრდა და არა შემცირება.




ვფიქრობ, კლება არ იქნება, თუ გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციები ან მკაცრი მოწოდებები არ განხორციელდა. რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან ტრანზიტული ფრენებისა თუ სახმელეთო ტრანსპორტის მეშვეობით. ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ ბაზრების დივერსიფიცირებაზე და ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე. მე არ ვსაუბრობ, რომ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას, ვისაც უნდა ის ჩამოვა, თუმცა „მცდარი სახელმწიფო პოლიტიკაა რუსულ ბაზარზე ფულის დახარჯვა და ამით მასზე დამოკიდებულების გაზრდა, მაშინ როცა იგი ყველაზე არასანდო და არასტაბილური ბაზარია,“
- ამბობს მაია სიდამონიძე.



როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების მორიგი აკრძალვის შემდეგ, ტრანზიტული ავიარეისების სტიმულირების მიზნით,   ავიაკომპანიებისთვის 600 ათას ევროს გამოყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიების გაზრდილი ხარჯების ნაწილს მთავრობა ფარავს - თითო მგზავრზე არაუმეტეს 90 ევროსი.



რადიო კომერსანტი

ნათია კეკენაძე








3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up