მაია რჩეულიშვილი კლიენტებისგან ვალის დაბრუნებას ითხოვს

მაია რჩეულიშვილი კლიენტებისგან ვალის დაბრუნებას ითხოვს

person access_time2016-07-11 15:30:00

“ცენტრ პოინტი” მორიგ სკანდალში ეხვევა: ”ცენტრ-პოინტ აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ, დიდი ოდენობით ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით  დააკავეს. 

 

არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ ”თეთრ მაგნოლიას” უკავშირდება. გურამ (გუკა) რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას.


აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ეუფლებოდნენ როგორც მაია რჩეულიშვილი, ისე შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები. 

 

პროკურატურა აცხადებს, რომ მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი.

 

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს.


ამის გამო კი „ცენტრ პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. 


მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.



ეს „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების მიმართ აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმე არ არის. პირველ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება წლებია ვერ ხერხდება.


აღნიშნულ თემაზე პროცესი 12 ივლისს ჩაინიშნა. ამის შესახებ „კომერსანტთან" საუბარში თავად კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი აცხადებს. მისი თქმით, სასამართლო პროცესები ჩვეულებრივად მიდის, დაახლოებით კვირაში ერთხელ, თუმცა, მისივე შეფასებით, საქმე კიდევ დიდი ხანი არ დასრულდება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დასაკითხი. 


2013 წლის ივლისში, თბილისის პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" და "დექსუსის" დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.


გამოძიების ცნობით, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის წევრების მიერ 2004-2009 წლებში ამავე ამხანაგობის წევრების ბინათმშენებლობისათვის მოზიდულ იქნა 27 701 299,13 აშშ დოლარი, მათ შორის უშუალოდ მენაშენეების შენატანები შეადგენდა 23 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.


პროკურატურა აღნიშნულ საქმეზეც იმავე სქემაზე საუბრობს, რაზეც პროკურატურის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი.

 

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, „თაბუკაშვილი 88"-ის პროექტიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემით მაია რჩეულიშვილმა ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა - 1.833.806 დოლარი და 185.069 ფუნტი სტერლინგი, ხოლო ორივე მათგანმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისა 2.023.202 დოლარი და 2.403.750 ლარი.


დანაშაულებრივ სქემებში მხილებულ პირებად რუსუდან კერვალიშვილისა („ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი) და მაია რჩეულიშვილის („ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი) გარდა ივანე ცაგურია დაასახელა, რომელიც კომპანია „დექსუსის" დამფუძნებელი და 33% წილის მფლობელია.


სამივე პირს შესაბამისი ბრალი წარედგინა. სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 250 000 ლარით განუსაზღვრა, ხოლო ივანე ცაგურია დაკავებიდან გაათავისუფლა.


დღეს მაია რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის" მშენებლობების შესახებაც აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ სააკაძის პროექტში მას 27 მილიონს დოლარს ედავებიან, მას კი ამ პროექტში 34 მილიონი აქვს დახარჯული. „პროექტში 1.2 მილიონი დოლარი შემოსატანი აქვთ, 5 800 კვადრატული მეტრი მაქვს დასამთავრებელი. 2 წლის მანძილზე 2 600 მილიონი ლარი მაქვს დახარჯული. ჩემი ბალანსი გარღვეულია და სააკაძის ამხანაგობას ჩვენი ვალი აქვს დაახლოებით 8 მილიონი. 5 800 კვადრატული მეტრის აშენებას კი თავისუფლად ჰყოფნის 1.2 მილიონი დოლარი. სინამდვილეში ხდება ის, რომ მერიას რეგულირების გეგმა ჯერ არ აქვს დამუშავებული და მიწას ადევს პროკურატურის ყადაღა. რეგულირების გეგმის მიხედვით პროექტი შეთანხმებული არ არის. ამიტომ, ჩემი დანაშაული არ არის"-აცხადებს რჩეულიშვილი.


რაც შეეხება დღეს მაია და გუკა რჩეულიშვილების პროკურატურაში დაბარების თემას, რჩეულიშვილი ამბობს, რომ "ცენტრ-პოინტის" წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურია. მისი თქმით, სახელმწიფოს რომ დახმარება სურდეს, კომპანია „ცენტრ-პოინტს" ისედაც დაეხმარებოდა. რჩეულიშვილის შეფასებით კი სახელმწიფოს აწყობს ხალხი ქუჩაში იყოს, იყვიროს და პრობლემები სხვას გადააბრალოს.


„ეს ამბავი ატეხილია დასრულებულ „მაგნოლიას" პროექტზე, ახლა შეიძლება 2000 წელს დასრულებულ პროეტ „სატივეზეც" დაიწყონ გამოძიება, მერე შეიძლება დასრულებულ ნიკოლაძის პროექტზე, შემდეგ დარიალზე, რობაქიძეზე. მარტო ეს შეუძლიათ. იმდენად განსხვავებული ტიპაჟები ვართ, ჩემი ოჯახი და დღევანდელი მთავრობა, რომ დევნის ობიექტი გავხდით. ჩვენთვის 1937 წელი მოვიდა. შვილს რომ გიჭერდნენ, ეს პირველად გავიგე, ეს არის რუსული ხელწერა"-აცხადებს რჩეულიშვილი.


 




ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-27 21:30:07
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ...


მსგავსი სიახლეები

up