მაია მელიქიძე - "უმუშევრობის მინიმუმამდე შესამცირებლად, აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება"

მაია მელიქიძე - "უმუშევრობის მინიმუმამდე შესამცირებლად, აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება"

access_time2017-02-20 11:00:21

„ჩვენ ქვეყანაში 52%-ი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს აგენერირებს," - ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად" განაცხადა. გადაცემის თემა იყო, მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური გამოწვევები და პრეზიდენტის ბიზნესის მხარდაჭერის კამპანია „მოითხოვე ქართული".

 


- საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეფუძნება გარკვეულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: მშპ-ს 4%-იანი ზრდა, ლარის კურსი, ბიუჯეტის დეფიციტი 4,1%. ეს ის ძირითადი მაკროეკონომიკური მიმართულებებია, რაც ხელისუფლებას მიმდინარე წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი. თქვენ როგორ ხედავთ მიმდინარე წლის ეკონომიკურ პერსპექტივებს და რა გამოწვევების იდენტიფიკაცია შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან უახლოესი წლის ჭრილში?

 


- თქვენ ახსენეთ საქართველოს ბიუჯეტი და მთლიანი შიდა პროდუქტი. ჩვენ ესტონურ მოდელზე გადავედით, ეს მოგების გადასახადის დაბეგვრის განსხვავებული მეთოდოლოგია და სტილია. გამომდინარე აქედან, საქართველოს ბიუჯეტს დაახლოებით 500 მილიონი ლარი მოაკლდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესტონურ მოდელზე გადასვლა საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე.  მიმაჩნია, რომ ხელისუფლება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იმ პროგრამების ხარჯზე აპირებს, რომელიც მან წამოიწყო. ესენია „აწარმოე საქართველოში", მეწარმეობის განვითარების სააგენტო, „სტარტაპ საქართველო", სივრცითი მოწყობის პროექტები და ა.შ. პროგრამების ნუსხა, რომელიც სამთავრობო გუნდის მიერაა შემოთავაზებული, საკმაოდ დიდია. სწორედ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ამ ჭრილიდან ამოსავალი წერტილია.

 

არ შემიძლია არ ვახსენო ევროპის საინვესტიციო ბანკისა და იგივე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ვგულისხმობ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ამ პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლიც უნდა აღვნიშნო, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები მათი დასკვნებით ხელმძღვანელობენ.

 


ამასთან, პრეზიდენტის გუნდის მოლოდინი ინფლაციის გაზრდასათან დაკავშირებით ნამდვილად არსებობდა. კერძოდ, როდესაც აქციზის ზრდა დაანონსდა, იქ ერთ-ერთი კომპონენტი ნავთობზე აქციზის ზრდა იყო ჩადებული. საერთო ჯამში, იზრდება რა აღიშნული მაჩვენებელი, ავტომატურად ეს ზრდის ფასს. იზრდება რა ფასი, ჩვენ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა გვაქვს.

 

- ერთი მხრივ მიმდინარე წლის განმავლობაში პრაქტიკულად, უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს, როგორც ბიზნესის, ასევე ზოგადად საინვესტიციო პროექტების. მთავრობა ერთი მხრივ, ბიზნესისა და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას ახდენს, ხოლო მეორე მხრივ, დეფიციტის ასეთი მოცულობა გარკვეული დესტაბილიაციის მატარებელი ხომ არ არის?


- მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდი იმ რეფორმებზე საუბრობდა, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს, მთავრობა გარკვეულ რისკებზე წავიდა. ამაზე ჩვენი შეხედულება გვქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა რეფორმებიც უნდა დაწყებულიყო, რაც კერძო სექტორის კიდევ მეტ გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.

 


თქვენ ახსენეთ ბიუჯეტის დეფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტში ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ სესხს მთავრობა იღებს და ეს არის როგორც შიდა ვალი, ამასთანავე საგარეო ვალი. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ კერძო სექტორიც ამ დროს ვალს იღებს. ეს ჩვენი ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს უფრო აღრმავებს.

 


მთავრობის და კერძო სექტორის მიერ აღებული ვალები ერთმანეთთან კორელაციაშია, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის. პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვლის, რომ ეს რეფორმები ცალკე განყენებული თვალსაზრისით შინაარსობრივად ეკონომისტებმა რომ განიხილონ, ძალიან კარგია. მაგრამ ამას სწრაფად ადმინისტრირება, იმპლემენტაცია და მენეჯმენტი ესაჭიროება. ამაზე პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ მნიშვნელოვანია ამ იდეების სწრაფად განხორციელება. ასე რომ, მეტად გააქტიურება გვაკლია.

 



ნებისმიერი რეფორმა, რაც არ უნდა წამოიწყოს ხელისუფლებამ, ის მტკივნეულია და თავის რისკებს ატარებს. კითხვა აქ მეორე კუთხით ისმის – ეს რეფორმები ძალიან კარგად უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის. რატომ ვიწყებთ ამ რეფორმას და შეგვწევს თუ არა იმის უნარი, რომ ვმართოთ ამ რეფორმებისადმი თანმდევი რისკები. თუმცა ჩვენ მივესალმებით რეფორმებს, რომელიც დაანონსებულია და ის ცალსახად კერძო სექტორის სტიმულირებისკენაა მიმართული.

 


ძალიან მინდა აღვნიშო ერთი თემა, რაც საქართევლოს პრეზიდენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალიან აწუხებს. ჩვენ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი მაქსიმალურად განვითარებული უნდა იყოს, იმისათვის, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანას მინიმუმამდე დაყვანილი ჰქონდეს. დღევანდელი მონაცემებით კერძო სექტორში არსებული კომპანიების 94%-ი მცირე და საშუალო ბიზნესია, ანუ 6%-ი მსხვილ ბიზნესს უკავია. 94%-ი ეკონომიკის ბრუნვის 20%-ს, ხოლო 6%-ი ეკონომიკის ბრუნვის 80%-ს აგენერირებს.

 

- NDI-ს კვლევის მიხედვით მოსახლეობის 66%-ი თავს დაუსაქმებლად თვლის, თუმცა მეორე პრობლემა ისაა, რომ გაათვითცნობიერო როდის ხარ უმუშევართა კატეგორიაში. დასაქმებულთა შორის უდიდესი ხვედრითი წილი თვითდასაქმებულია. თუმცა ამაზე დაკვირვება და გამოქვეყნება წელიწადში ერთხელ, თუნდაც ეკონომიკის დაგეგმვის განვითარების თვალსაზრისით არაა სწორი. რატომ არ შეიძლება ეს კვარტალში ერთხელ კეთდებოდეს?

 


- მე ამის შესახებ სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი და ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ მსოფლიო ბანკი მათ გარკვეულ დახმარებას გაუწევს და წლევანდელი წლიდან ეს მაჩვენებელი ყოველ კვარტალური იქნება. რადგან ჩვენთვისაც და პრეზიდენტისთვისაც უკიდურესად რთულია ეკონომიკური გათვლები გააკეთო, ამიტომ სამ თვეში ერთხელ დაითვლება. ასე უფრო მარტივი იქნება პროგნოზირება. ზაფხულში და ზამთარში დასაქმების თვალსაზრისით აბსოლუტურად სხვადასხვა მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

 

საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა – თვითდასაქმებულთა საკითხი წამოჭერით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახური საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ითვლის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს აბსოლუტურად სწორი სტანდარტებია. თუმცა ევროპის ქვეყნები კიდევ დამატებით სტანდარტებს იყენებენ. ჩვენ გვქონდა ეს შენიშვნა საქსტატის მიმართ, რადგან თვითდასაქმებულთა პრობლემა უკიდურესად მნიშვნელოვან თემად ითვლება.

 


ჩვენ ქვეყანაში 52%-ი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს აგენერირებს. ანუ ადამიანი, რომელიც მიწას დაამუშავებს, ეს ადამიანიც დასაქმებულად ითვლება. აღქმა ამ ადამიანის მხრიდან დასაქმებულის თვალსაზრისით არ არის. უნდა მოხდეს გამიჯვნა მათი, ვინც თავს დასაქმებულად თვლის და ვისაც ყოველდღიური შემოსავალი აქვს.

 

 

- თქვენ ესტონური მოდელი და მისი გარკვეული სიკეთე ახსენეთ, მაგრამ ამ მოდელის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ რაკი სახელმწიფო ერთი მხრივ, საკუთარი ნებით საგადასახადო შემოსავლის გარკვეულ ნაწილზე უარს ამბობს, მეორე მხრივ, ამ დანაკლისის კომპენსირება სწორედ სახელმწიფო სახსრების ხარჯვითი ნაწილის შემცირებაზე გადაეტნა?

 

 

- ჩვენ, როდესაც ესტონური მოდელის თემაზე პრეზიდენტის ადმინისტაციის ფარგლებში ვმსჯელობდით, ვფიქრობდით, რომ ერთი გზა ხარჯების მაქსიმალურად შემცირება იქნება ან მეორე დასაშვები გზა ვალის აღება. თუმცა ხელისუფლებამ ოპტიმიზაციის გზა აირჩია. ეს პროცესია და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. მთავრობას აქვს ალტერნატიული გზები იმისათვის, რომ შემოსავლების გაზრდისთვის სხვა გზები მოიძებნოს.

 

- როგორც მიგაჩნიათ, რამდენადაა სახელმწიფოს ფუნქცია, რომ სხვადასხვა ფორმებით კერძო ბიზნესს მხარი დაუჭიროს?

 

- ყველაფერი დაიწყო კამპანიდან „იყიდე ქართული" ეს საზოგადოებრივი ინიციატივა იყო. ხოლო შემდგომ უკვე საქართველოს პრეზიდენტი თავისი გუნდით ამ ინიციატივით დაინტერესდა. ჩვენ კამპანიას შევუცვალეთ მიმართულება და საზოგადოებას არ მივმარვათ იყიდე ქართული. ჩვენ ვთხოვთ, რომ მოითხოვოს ქართული. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ის რაღაც პროდუქტის ყიდვას დააპირებს უცხოურთან ერთად პარალელურად მოითხოვოს ქართული.


ამ კამპანიით პირველ რიგში ჩვენ ლარს ვეხმარებით და მას ვაძლიერებთ. იმპორტირებული საქონლითაა გაჯერებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ვფიქრობთ, რომ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც უნდა შეეწყოს. ასე ფულის და პროდუქტის ბრუნვა უფრო სწრაფად მოხდება.

 


ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ცნობადი უნდა იყო, თუმცა აქ ხარისხის საკითხი დგას. ასევე მიწოდების თემა. არის გარკვეული პროდუქტი, რომელიც ნატურალურია და ძვირი ღირს მას რეალიზაციის პრობლემა ექმნება.

 


იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ქართულს მოითხოს და ის ხარისხით უკმაყოფილო იქნება, მას შეუძლია იმ კომპანიის მიმართ დაწეროს წერილი და გამოთქვას თავისი პრეტენზია. თუ ასეთი ბევრი წერილი დაგროვდება, კომპანია აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რომ მან ხარისხზე იზრუნოს.

 

 

 

 

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up