მაია მელიქიძე – პატარა ჰესების აშენების ძალიან დიდი სურვილი გაჩნდა

მაია მელიქიძე – პატარა ჰესების აშენების ძალიან დიდი სურვილი გაჩნდა

access_time2020-02-03 15:30:57

გაზარდა თუ არა ენერგოსექტორის ბაზრის ლიბერალიზაციამ საქართველოს საინვესტიციო მიმართულება და როგორ აისახება სიახლე სამომხმარებლო ტარიფებზე, როგორ მუშაობენ ენერგოკომპანიები დღეს ბაზარზე და რა გამოწვევებია ზოგადად სექტორში, თემაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.


– რა გამოწვევები იყო 2019 წელს, რაზეც სემეკმა აქტიურად იმუშავა?


– 2019 წელი სრულად დავუთმეთ ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. 2019 წლის მიწურულს ორი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ. ერთი არის სრულიად ახალი კანონი წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მომარაგების შესახებ და მეორე განახლებადი ენერგიების შესახებ. ახლა ვმუშაობთ ენერგოეფექტიანობის კანონთან დაკავშირებით. ბაზრის სრული ლიბერალიზაცია ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ ანუ საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი. არსებობს ე.წ. (ენერგიის) გადაცემა, მიწოდება და განაწილება. თუ დღეს გინდათ, მაგალითად, ამ ოთახში ელექტროენერგია მიიღოთ, აუცილებელია, „თელასს“ მიმართოთ. ჩვენი მიზანია, რომ „თელასი“ ცალკე გამოვიდეს, მხოლოდ განაწილების ნაწილში დარჩეს და შეიქმნას სხვა დიდი კომპანია მიწოდების ნაწილში. დღეს ასზე მეტი ჰესი გვაქვს და საკმაოდ სწრაფად ვითარდება ეს მიმართულება, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების, ქარის და მზის ენერგიების გამომუშავება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ინვესიტიციების მოსაზიდად.


– როგორ შეხვდნენ კომპანიები აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს და გამოიწვია თუ არა უკვე ინვესტორების ინტერესი ახალმა კანონმდებლობამ?


-იქიდან გამომდინარე, რომ 2020 გარდამავალი წელი იქნება, 2021 წლიდან სრული ლიბერალზიაცია იქნება. თემა ის არის, რომ ფუნქციების გაყოფა უნდა მოხდეს. კომპანიები, რომლებიც ორივე ფუნქციას ახორციელებდნენ, როგორიც არის გადაცემა-განაწილება, ახლა ამ კომპანიების სრულად გაყოფა უნდა მოხდეს. ანუ „თელასისგან“ უნდა შეიქმნას ორი ახალი კომპანია. ერთი განახორციელებს განაწილებას და მეორე – მიწოდებას. ამიტომ კომპანიებისთვის ეს გახლეჩვა გარკვეული გამოწვევაა, თუმცა ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და ბაზარზე მეტ მიმწოდებელს გააჩენს. თბილისში მარტო „თელასის“ არჩევა კი არ შეგვეძლება, არამედ ნებისმიერის. ძალიან ხშირად მოგვამრთავენ ლიცენზიებთან დაკავშრებით 13 მეგავატამდე ჰესის მშენებლობისთვის, რადგან დერეგულირებულია. დერეგულირებული ჰესი იმას ნიშნავს, რომ შეუძლია, პირდაპირ მომწოდებელთან დადოს ხელშეკრულება. მაგალითად, შარშან მაისის თვეში რამდენიმე მსხვილი მომხმარებელი პირდაპირ თავისუფალ ბაზარზე გავუშვით, რაც ნიშნავს, რომ გენერაციის წყარო თავად უნდა ეპოვათ და მასთან პირდაპირ დაედოთ ხელშეკრულება, რაც მოახერხეს კიდეც. გაჩნდა ძალიან დიდი სურვილი პატარა ჰესების აშენების. დიდ ჰესებს ვერ ეჭიდებიან, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, რეგულირების სფეროში შემოდის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვუდგენთ ტარიფს.


– ერთ-ერთი ფაქტორი, რაზეც მინისტრიც საუბრობდა, ახალი წესის ამოქმედებით, ელექტროენერგიის დაზოგვა უნდა ისწავლონ მომხმარებლებმაო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი?



– ელექტროენერგია საქართველოში უკვე დეფიციტური პროდუქტია, რის გამოც მისი იმპორტი და შესაბამისად, ღირებულებაც იზრდება. ამიტომ ხარჯების შემცირების მიზნით, აუცილებელია, რომ მომხმარებელმა დაზოგვა ისწავლოს და პარალელურად ეცადოს, საკუთარი მცირე გენერაციის ობიექტი შექმნას, რისი საშუალებითაც ჭარბ ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე გაყიდის. ამ შესაძლებლობას ახალი ენერგობაზრის რეალობა იძლევა. პირველი წელი იყო 2019 წლის ივლისი, როცა იძულებული გავხდით, ელექტროენერგიის იმპორტი განგვეხორციელებინა. ზოგადად, ივლისის თვეში იმპორტს არ ვახორციელებთ. დღეს შესაძლებელია, რომ ბათუმში მზის პანელებით ენერგია აწარმოონ და ბორჯომში მოიხმარონ. აქამდე აუცილებლად ერთი და იგივე ადგილზე უნდა მომხდარიყო წარმოებაც და გამოყენებაც. ანუ თუ ფიზიკური პირი ბათუმში ენერგიას აწარმოებს და არ მოიხმარს, შეუძლია, ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე მოიხმაროს. ეს განსხვავება შარშან განვახორციელეთ. არსებობს ე.წ. რევერსული მრიცხველები, როდესაც ჩვენ ელექტროენერგიას ჩვენთვის ვაწარმოებთ და მოვიხმართ სხვა მიმართულებით ტრიალებს და თუ არ მოვიხმართ ენერგიას და ის საერთო ქსელში გადის, ეს ნიშნავს, რომ ამას გამანაწილებელი კომპანია ყიდულობს. შესაბამისად, ყოველი წლის პირველ მაისს დგება ვალდებულება, რომ თუ ვთქვათ ზედმეტი გენერაცია მოხდა და როგორც ბოლო პერიოდის სტატისტიკა აჩვენებს, ძირითადად, ასე ხდება ხოლმე, კომპანია ვალდებულია, ფიზიკურ პირს თანხა გადაუხადოს. კომპანიების დიდად მოხარული არ იყვნენ ამის გამო, მაგრამ სხვა რა გამოსავალი აქვთ, ეს სემეკ-ის გადაწყვეტილებაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი საინტერესო მიღწევა გვექნება, რადგან არაერთი განვითარებული ქვეყანა დიდი წარმატებით ამბობს, რომ ტარიფები ჩამოვიდა პრინციპში ნულამდე სწორედ იმის დამსახურებით, რომ საკუთარი გენერაციის ხელშეწყობა მოხდა.


– ისევ ლიბერალიზაციის თემას რომ დავუბრუნდეთ, ეს მხოლოდ ელექტროენერგიის სექტორს ეხება თუ ბუნებრივი აირის მიმართულებითაც გავრცელდება?


– ამ ეტაპზე ელექტროენერგეტიკით ვიწყებთ, რადგანაც გენერაციის ეს მხარე ჩვენთან არის. გვაქს წყაროები ელექტროენერგის დასაგენირერებლად. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირს ჩვენ ვყიდულობთ მეზობელი ქვეყნებიდან და შესაბამისად, ჩვენ იქ ცოტა მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ამიტომ, პირველად ვნახავთ ელექტროენერგეტიკაში როგორ იმუშავებს, რა შედეგებზე გავალთ და შემდეგში იქნება ბუნებრივი აირის მიმართულებაც.


– ენერგოეფექტურობის ტენდენცია საკმაოდ მზარდია. ამ კუთხით რა მდგომარეობაა გვაქვს დღეს ქვეყანაში?


– ამ ეტაპზე საკანონმდებლო ბაზა არ გვაქვს ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით, ტერმინიც კი დასაზუსტებელია. ვსაუბრობთ პარლამენტთან „ენერგოეფექტური“ უნდა იყოს თუ „ენერგოეფექტიანი“. პირდაპირ ვიტყვი, როგორც სემეკ-ის ერთი წევრი და ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანი, ვფიქრობ, რომ ენერგოეფექტიანი უფრო სწორია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. არის საუბარი იმაზე, რომ აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მერიასთან, რადგან ახალი შენობების აშენების დროს ეს (ენერგოეფექტიანი სტანდარტების დაცვა) ბუნებრივია, თანხას გაზრდის, მაგრამ ჩვენი გათვლებით, ადამიანი ჩადებულ ინვესტიციას დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში ამოიღებს და ენერგოეფექტიანობის გამძლეობა იქნება 20 წელი.


– სემეკის როლი როგორი იქნება აღნიშნულ პროცესში?


– ჩვენი როლი დაზოგვის ნაწილში სხვადასხვა მექანიზმის ხელშეწყობა იქნება, განსაკუთრებით ტარიფებთან მიმართებით. ამ ეტაპზე ბუნებრივია, ტარიფებს სამომხმარებლო ნაწილში ვადგენთ, მაგრამ ენერგოეფექტიანობის თვალსაზრისით ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავერთოთ და ვთქვათ, რა სარგებელი შეიძლება, მოიტანოს ამ აშენებულმა კორპუსმა და ვიღაცამ ის უნდა შეამოწმოს. პირველ რიგში, ეს შეეხება კერძო სახლებს და მერე მრავალბინიან კორპუსებს. ამ თვალსაზრისით თანამშრომლობისთვის მზად ვართ.


– ელექტრომობილების დამუხტვის ახალი წესის შემუშავებას გეგმავთ. რას მოიაზრებს ახალი წესები?


– ახლა ვიწყებთ ე.წ. თვინინგის ანუ დაძმობილების პროგრამას. ამ ნაწილში გავიზიარებთ საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკას. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, დავთვალეთ რამდენი ელექტრომობილია ქვეყანაში. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრია, რადგან ეს მანქანა დიდი ხნით გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ დამტენებთან დაკავშირებით მერიასთან აქტიურად ვსაუბრობთ. დახლოებით 300-მდე ლოკაცია უნდა იყოს, განსაკუთრებით პარკირების ადგილებში, სადაც დამონტაჟდება. გარდა ამისა, ქალაქგარეთაც უნდა იყოს. უბრალოდ, იქ კერძო კომპანიას აქვს დამონტაჟებული და შემოსავალსაც იღებს, მაგრამ კარგი იქნება თუ პირველ ეტაპზე ამ თვალსაზრისით სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up