მაია კაჭკაჭიშვილი - ხელოვანებს ისევე სჭირდებათ სტაბილური ანაზღაურება, როგორც რიგით მოქალაქს, რომელიც დადის ოფისში და თვის ბოლოს იღებს ხელფასს

მაია კაჭკაჭიშვილი - ხელოვანებს ისევე სჭირდებათ სტაბილური ანაზღაურება, როგორც რიგით მოქალაქს, რომელიც დადის ოფისში და თვის ბოლოს იღებს ხელფასს

access_time2019-07-11 16:27:06

მაია კაჭკაჭიშვილი - ხელოვანებს ისევე სჭირდებათ სტაბილური ანაზღაურება, როგორც რიგით მოქალაქს, რომელიც დადის ოფისში და თვის ბოლოს იღებს ხელფასს.



მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი საზოგადოებაში საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს.



- რატომღაც ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობას არ სურს გაიაზროს, რამდენად დიდია მუსიკოსის შრომა და რომ მუსიკოსების შრომითი უფლებებიც ჩვეულებრივი უფლებებია, რომელსაც დაცვა სჭირდება. ხელოვანს თუ არ ექნება შესაბამისი ანაზღაურება და ჰონორარი, ძალიან გაუჭირდება მუშაობა. ის უბრალოდ თავს ვერ იგრძნობს რეალიზებულად და ვეღარ შექმნის რაიმე ახალს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი, ამ სფეროს განვითარებას შეუშლის ხელს.
როდესაც მეგობრები იკრიბებიან, რესოტრანში მიდიან სასიამოვნო დროის გასატარებლად და ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ჩართულ მუსიკაზე ერთობიან, ბევრი ვერ აცნობიერებს, რამხელა შრომაა იმ ერთ მუსიკლაური ნომერში ჩადებული. ჩვენ, მუსიკოსები, ღამეებს ვათენებთ, რომ ნომერი შედგეს. გარდა ამისა, დღეს უამრავი ნაწარმოები იქმნება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ჰიტდება. ესეც არ ხდება შემთხვევით, ამას სჭირდება ინტელექტი, დიდი შრომა, მონდომება, ბევრი დეტალის გათვლა.




თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტური მეთოდებით ხორციელდება საავტორო უფლებების დაცვა?



მე პირადად, ყურადღება არც აქამდე არსებული ასოციაციისგან მაკლდა, თუმცა 4 თვის წინ გადავწყვიტე ახალ ასოციაციაში GERA-ში გავწევრიანებულიყავი და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. პირველ რიგში იქ უკვე გაწევრიანებულები არიან ჩემი მეგობრები და ეს ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან კომფორტულია გადახდის სისტემა, აქამდე კვარტალში ერთხელ ვიღებდი ჰონორარს, ახლა კი ყოველ თვეში. ასეთი სტაბილურობა ყველასთთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ GERA მიმართავს ინოვაციურ და თანამედროვე ტექნოლოგიას, რაც საავტორო უფლებების დაცვას უფრო ეფექტურს და რაც მთავარია ობიექტურს ხდის. ერთი სიტყვით, ეს სფერო აშკარად განვითარების გზაზე დადგა.


(NS)





ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up