მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულები

მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულები

access_time2016-07-11 10:05:13

მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებულები. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა განუცხადა, გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზეა დაბარებული, ხოლო ის - 13:00 საათზე.

 

”ჩვენების მისაცემად ვარ დაბარებული. საქმე ”მაგნოლიას” პროექტს ეხება. მე მივალ, გუკა - არ ვიცი, ის საერთოდ არ ჩანს. არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის. ეს საერთოდ ჰგავს პოლიტიკურ დევნას. გუკა საერთოდ არაფერ შუაშია. ყურით მოთრეული ამბავია. ამ მინახავს ასეთი სისასტიკე, რომ ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ. ჯერ ეს საქართველოს არც ერთ ხელისუფალს არ უკადრია”, - განუცხადა ”ინტერპრენიუსს” მაია რჩეულიშვილმა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, მხარე არის ის და თუ ვინმე შეიძლება დაობდეს, ეს თავადაა. 

 


”გუკას მხოლოდ მე შეიძლება მოვდავებოდი. პროკურატურას ძალიან არაჯანსაღი დაინტერესება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა - შური და ზიზღი, მეტი არაფერი”, - ამბობს მაია რჩეულიშვილი. 

 

”ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელი კვლავ საუბრობს მის წინააღმდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დაინტერესებაზე. 

”ერთ-ერთ ობიექტს ერთად ვაშენებდით. კბილაშვილის იყო მიწა, ჩემი - აშენებული შენობა. ეს არის ობიექტი ”ქორთიარდ-მარიოტის” ეზოში. ბლოკით აშენებული კარკასული შენობაა. კბილაშვილმა ხარვეზიანი მიწა მომცა - 20 თუ 30 კვ.მ. მეზობლის იყო. იქ ავაშენეთ და ვეღარ დავამთავრეთ, რადგან სესხის აღება რომ მინდოდა, რათა დამემთავრებინა, მილიონი დავხარჯეთ. სესხზე გვითხრეს, რომ არ მოგვცემდნენ, რადგან მიწა ხარვეზიანი იყო. მერე რა თქმა უნდა, უნდოდა წართმევა, რომ ”დროზე რატომ ვერ ააშენე”. ჩემთან სულ ასეა, სულ გამოძალვაა - სახლების აშენება უფულოდ უნდათ”, - აცხადებს მაია რჩეულიშვილი. 

 

ინტერპრესნიუსის ინფორმაცია



„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...


მსგავსი სიახლეები

up