მაია ცქიტიშვილმა უკვე დასრულებული და დაგეგმილი მთის კურორტების განვითარებაზე ისაუბრა

მაია ცქიტიშვილმა უკვე დასრულებული და დაგეგმილი მთის კურორტების განვითარებაზე ისაუბრა

access_time2019-01-30 12:17:24

,,ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით კობი-გუდაურის 7, 5 კილომეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში. 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. საბაგირო საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. ეს ახალი საბაგირო გზა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას იძლევა“-განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, რომელიც ტექნოპარკში მეორე დღეა მიმდინარეობს.



მან ასევე, ისაუბრა გუდაურის განვითარების გენ.გეგმაზე, რომელიც მოიცავს მიმდებარე არეალების ათვისების და განვითარების გეგმასაც, კერძოდ სეთურების, კობის ტერიტორიის და თრუსოს დაცული ტერიტორიის.



,,გუდაურის სათხილამურო პოტენციალის შეფასებისას, არქიტექტურული და სივრცითი მოწყობიდან გამომდინარე, თვალსაჩინო გახდა რომ გუდაური თავისი ლანდშაფტიდან და უკვე არსებული განაშენიანებიდან გამომდინარე სრულდ ვერ უზრუნველყოფს გაზრდილ მოთხოვნებს, ამიტომ მოხდა დამატებითი არეალების შესწავლა. სწორედ, ასეთი გენ.გეგმის ანალიზით და სივრცითი მოწყობის პროცესში მივიღეთ გადაწყვეტილება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობის თაობაზე. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობის შემდეგ, კობი, როგორც ჯერ კიდევ აუთვისებელი ახალი მთის კურორტი ხდება ახალი მოზიდულობის წერტილი - ცენტრი, სადაც არის შესაძლებელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითრება, კერძოდ ეს არის დაახლოებით 1800 ახალი საწოლიანი ადგილი. ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან 2019 წელს ვგეგმავთ კობში საზოგადოებრივი პარკინგის მოწყობას იმისთვის, რომ უკვე კობი გახდეს მათ შორის მომსახურე არეალი გუდაურისთვისაც და ის ხალხი რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის მათ შეეძლებათ კობში გააჩერონ ავტომანქანები და ისე მოხვდნენ გუდაურში, მოიხსნება სატრანსპორტო კოლაფსიც რაც გვაქვს ხოლმე პიკურ სეზონებზე“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ასევე, თრუსოს დაცულ ტერიტორიაზე, როგორც ახალ ტურისტულ შესაძლებლობაზე-,,თრუსოს ტურისტული და ინფრასტრუქტურული განვითარება მოხდება იმ სტანდარტით რა სტანდარტიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაცულ ტერიტორიასთან მიმართებაში. კერძოდ, თრუსოს ხეობაში გვაქვს დაგეგმილი მცირე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, პატარა გასაჩერებელი ადგილების მოწყობა, შესასვლელი გზის მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ასფალტით და მაგისტრალებით არ შევალთ და გავუფრთხილდებით იმ ლანდშაფტს რომელიც არის, მოეწყობა ბილიკები.იცით რომ ყაზბეგს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს, ასე რომ ახალი ლოკაციების შექმნა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უშუალოდ კობში და მიმდებარე დასახლებებში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ბიზნესი. ეს არის ის რეგიონული განვითარების ხედვა , რომელსაც ჩვენ ყველა ამ პროცესში ჩართული უწყება ვცდილობთ, რომ მივყვეთ“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.







Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
access_time2019-10-18 14:00:43
თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.   არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს...


მსგავსი სიახლეები

up