მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა

მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა

access_time2020-12-17 16:20:30

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მთავარ მიღწევებად მაია ცქიტიშვილმა სხვადასხვა მიმართულება და პროექტი დაასახელა, მათ შორის: სრულდება 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და რეაბილიტირდა 580 კმ გზა; ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდა 24-საათიან წყალმომარაგებაზე, ჯამში 322 ათასზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება; დასრულდა აბასთუმნის 18 ისტორიული სახლის, ობსერვატორიის, საბაგირო გზის რეაბილიტაცია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და მცხეთის მუზეუმის მშენებლობა, თბილისის მზიურის პარკის, ასურეთში კი შვაბების ქუჩის სახლების და გერმანული ეკლესიის რეაბილიტაცია; აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის, გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები; 500 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა ახალ აშენებულ კორპუსებში ზუგდიდსა და წყალტუბოში. წლის განმავლობაში, დაახლოებით 6000 პროექტზე მუშაობდა 1300-ზე მეტი კომპანია და 31 000 ადამიანი.

რიკოთის მაგისტრალური გზის სამ მონაკვეთზე 53 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 39 გვირაბზე. უკვე გაიჭრა 5 გვირაბი. 96 ხიდიდან კი, სამუშაოები მიმდინარეობს 53 ხიდზე. რიკოთის სამუშაოებზე დასაქმებულია 3311 ადამიანი. აქედან, 1988 - საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება რეგიონული განვითარების პროექტებს, წელს ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაიწყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა (ჯამური ინვესტიციით 63 მლნ ევრო). პროგრამა მოიცავს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.

აზიის განვითარების ბანკის „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მომზადდა თელავის, ზუგდიდის, ველისციხის, მესტიისა და უშგულის ურბანული განვითარების პროექტები.

EBRD-ის მხარდაჭერით 6 ქალაქისთვის (გორი,ზუგდიდი, რუსთავი, ქუთაისი, თელავი, ფოთი) შესყიდული 175 ავტობუსიდან ქალაქებს უკვე გადაეცა 88 ავტობუსი.
ლაგოდეხში, საგარეჯოში, დუშეთში, მარნეულში, ხაშურში, კასპსა და თერჯოლაში მოეწყო და რეაბილიტირდა მუნიციპალური ნაგავსაყრელები.


მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დაფინანსდა 8.5 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის: აშენდა შატილის სკოლა-პანსიონი, მზის პანელები დაუმონტაჟდა 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახს, დასრულდა ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაცია 500-ზე მეტი ოჯახისთვის.

სივრცითი მოწყობის მიმართულებით: შემუშავდა თელავის, სურამის და ზუგდიდის ქალაქთმშენებლობითი გეგმები, მუშავდება სტეფანწმინდის, გრიგოლეთის, მცხეთის გენგეგმები, მუშავდება ქუთაისისა და წყალტუბოს გენგეგმის კოცეფციები, დაწყებულია სიღნაღისა და მარნეულის სატრანსპორტო სქემის შემუშავება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით, 360 მილიონი ლარით დაფინანსდა საგზაო, წყალმომარაგების და სხვა სახის 1 065 პროექტი, სადაც დასაქმებული იყო 16 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარით, 3140 სოფელში დაფინანსდა მოსახლეობის მიერ შერჩეული 4250 პროექტი.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაჭარბებით სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი.

მაია ცქიტიშვილმა, 2021 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს დაიწყება თბილისი - საგარეჯოს ჩქარონსული მაგისტრალის მშენებლობა, დამატებით დაიწყება წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები რამდენიმე ათეული დასახლებისთვის, დასრულდება 7020 ბავშვისთვის 41 სკოლის და 15 ბაღის მშენებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა 1020 ოჯახისათვის დასრულდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ზუგდიდსა და წყალტუბოში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up