მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2019 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა

მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2019 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა

access_time2020-01-28 13:49:46

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„ფონდის პროექტები ძირითადად რეგიონებში ხორციელდება და სხვა სფეროების მსგავსად, ამ მიმართულებითაც, გასულ წელს, ასევე რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა. მოხერხდა არაერთი ისტორიულ-კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტული ნაგებობების მშენებლობა, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მათ შორის, გამყოფი ხაზის სოფლებში, ასევე ფონდის ეგდით მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა.


მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი 2019 წელს 367 მლნ ლარი იყო, რაც რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით მეტია და ამ თანხის სრულად ათვისება მოხერხდა. დაახლოებით 250 პროექტი დაიწყო ფონდმა გასულ წელს, საიდანაც 70 პროექტი უკვე დასრულებულია,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.




მგფ-ის დასრულებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა: ვანის მუზეუმის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, ბათუმისა და ქობულეთის ნაპირდაცვის სამუშაოები, ასურეთის შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია და სხვა.



„მხოლოდ 2019 წელს ამ პროექტებზე დასაქმებული იყო 15 000 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ქართულ კომპანიებს ვეხმარებით, რათა გაძლიერდნენ და მიიღონ გამოცდილება, რაც ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე მათზე მოთხოვნილებას გაზრდის. ჩვენ გვჭირდება ბევრი პროფესიონალი და კონკურენტული კომპანია, რადგან კიდევ უფრო მასშტაბურია 2020 წლის გეგმები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის მიზანია ქვეყნის რეგიონებში გააჩინოს ახალი შესაძლებლობები, მოიზიდოს მეტი ტურისტი, გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up