მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკურ კონფერენციაზე, რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა

მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკურ კონფერენციაზე, რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა

access_time2020-02-26 18:00:32

გასულ წელს, მცირე რეგიონულ პროექტებში, 770 ადგილობრივი კომპანია იყო დასაქმებული. თანხებიდან და რისკების მართვიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა მოთხოვნები, რომელიც მცირე მასშტაბის პროექტებში გვქონდა დაწესებული, რის შედეგედაც დაახლოებით 100 ახალი კომპანია შემოვიდა ბაზარზე და მათ მიეცათ განვითარების შესაძლებლობა. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად ბიზნესის განვითარების ყველაზე კარგი მაგალითია აბასთუმანი, სადაც მსოფლიო ბანკის დახმარებით, ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნა-განახლების მიმართულებებით. მიდგომა არის ინტეგრირებული და გენგეგმის მეშვეობით, ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით, თუ რამდენი ტურისტის მომსახურებას შეძლებს კურორტი. ამ გათვლებზე დაყრდნობით ხდება წყლის, გზის თუ სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ასეთი მიდგომის შედეგად, აბასთუმანში უკვე გვაქვს 8 ქართული ინვესტიცია მაღალი ხარისხის სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც შექმნის არა მარტო მუდმივ შემოსავალს, არამედ მოთხოვნას მეზობელი რეგიონებიდან პროდუქტით მომარაგებასა თუ სხვა მომსახურებაზე, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.  ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მაია ცქიტიშვილმა, პანელზე, დისკუსიის ფარგლებში, კურორტების მართვის ახალ მოდელზეც ისაუბრა.



„ჩვენი ამოცანა არ არის საქართველოში შევქმნათ ახალი სსიპ-ები ანდა გავზარდოთ სახელმწიფო ბიუროკრატია. როცა ახალ მოდელზე ვსაუბრობთ, იგულისხმება ისეთი კურორტები, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური, აბასთუმანი, წყალტუბო, ანუ ის დასახლებები, სადაც ინტეგრირებული მართვაა საჭირო. ბაკურიანის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ბაკურიანის სტატუსი დღეს არის დაბა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტშია და ბორჯომის მერია, ერთი წარმომადგენლის მეშვეობით, უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას, რაც ბუნებრივია შეუძლებელია იმიტომ, რომ სეზონზე იქ 300 ათასამდე დამსვენებელი გვყავს. ამიტომ ბაკურიანს სჭირდება განსხვავებული მიდგომა, გუდაურს კი საერთოდ ორი მუნიციპალიტეტი იყოფს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.




დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კომერციულმა სექტორს მოუწოდა სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა გაინაწილოს, რაც მცირე ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ელემენტარული სერვისების მიწოდებაში ხელშეწყობას გულისხმობს.






14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ
access_time2021-05-14 20:00:23
აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.   საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.   ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც...

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის
access_time2021-05-14 18:00:05
ერთხელ ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ერთ-ერთმა მრჩეველმა ცხელ გულზე განაცხადა - „იერუსალიმში ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ტუალეტსაც კი ვერ ჩადგამ“.   გარკვეულწილად ეს ასეც არის, თუმცა, გასაგებია რატომაც - იერუსალიმის საკითხი ისრაელის შიდა საქმეების კატეგორიას კარგა ხანია გასცდა და ის მთელს მსოფლიო პოლიტიკაზე მოქმედებს.   რეალურ ცხოვრებაში, ამ ქალაქის ერთიანი სტატუსის მიუხედავად, რამდენიმე, განცალკევებული და თითქმის ავტონომიური...


მსგავსი სიახლეები

up