საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა რეგიონული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერის, ასევე წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის პროექტებში მონაწილეობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
მაია ცქიტიშვილმა ელჩს გააცნო ინფორმაცია დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, სადაც ვიქტორია ჰორვატის თქმით, დიდია უნგრული კერძო კომპანიების დაინტერესება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.