მაია ცქიტიშვილმა და სამშენებელო ბიზნეს-სექტორმა არსებული გამოწვევების დაძლევის გზები დასახეს

მაია ცქიტიშვილმა და სამშენებელო ბიზნეს-სექტორმა არსებული გამოწვევების დაძლევის გზები დასახეს

access_time2020-03-27 19:30:09

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, მსხვილი სამშენებლო კომპანიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რამაც პანდემიის პირობებში, შესაძლოა პროექტების განხორციელება შეაფერხოს.



„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იმ კომპანიებთან, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კარგია, რომ მთელი ეს პერიოდი მუშაობა არ შეჩერებულა და მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებით 400 მილიონზე მეტი პროექტის დაფინანსება მოხერხდა. პროცესი შეფერხდა მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ეპიდემიოლოგებთან ერთად შევთანხმდით, რომ სამშენებლო სექტორში დაავადების გავრცელების ძალიან დაბალი რისკებია და ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე ვინარჩუნებთ პროექტებს, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციის და წესის დაცვით. მთავრობა ვალდებულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად ვიფიქროთ ქვეყნის ეკონომიკის ჯანმრთელობაზეც,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო ბიზნეს-სექტორს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტულად მშენებლებისთვის გაწერილი რეკომენდაციები გააცნო. ვიცე-პრემიერის თქმით, კომპანიებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ დამატებითი ინვესტიციების თაობაზე, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდება.



„ცნობილია, რომ წლის განმავლობაში დამატებით 300 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივით გამოვედით, საიდანაც უკვე მზადდება ბევრი სატენდერო დოკუმენტაცია და მხოლოდ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 400-ზე მეტი პროექტის ტენდერი. ამასთან, ძალიან კარგად გვესმის ის რისკები, რომელიც შეიძლება სამშენებლო სექტორს ჰქონდეს და სწორედ ამ თემებზე გავცვალეთ მოსაზრებები. ერთ-ერთი გამოწვევაა სამშენებლო მასალების შესაძლო გაძვირება დოლარის კურსის გამო. ჩვენ შევთავაზეთ სექტორს ფასების ინდექსაცია თუ დავინახავთ სამუშაოების ბოლოს, რომ ამას ჰქონდა გავლენა ღირებულებაზე. ეს არის მნიშვნელოვანი საშუალება, რომ კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა ახალ ტენდერებში და დაიწყონ ახალი პროექტები, ჩვენი მხრიდან კი ყველა საშუალებით ვეცდებით იგრძნონ მთავრობის თანადგომა და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up