მაია ცქიტიშვილი-ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს  მოსახლეობის  ემოციებზე,  რაც ქვეყნისთვის საზიანოა

მაია ცქიტიშვილი-ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს მოსახლეობის ემოციებზე, რაც ქვეყნისთვის საზიანოა

access_time2020-04-23 20:20:55

,,გვესმის ის რეალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ექმნებათ შეზღუდვების გამო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი ან შეუმცირდა, რა თქმა უნდა, ჩვენს გლეხებს ექმნებათ პრობლემები საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მარნეულში გუშნდელი აქცია არ იყო დამყარებული იმ რეალურ პრობლემებზე რომელიც მოსახლეობას ჰქონდა. გარკვეულწილად ჩვენ გლეხებს აქვთ პრობლემა მათი მოსავლის გაყიდვის იმავე ტემპით როგორც ეს იყიდებოდა იმის გათვალისწინებით რომ რესტორნების მუშაობა, ტურისტული ინდუსტრია შეჩერებულია, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი აისახება რეალიზაციის სიჩქარეზეც, ტემპებზეც და მოცულობაზეც, მაგრამ ასევე ძალიან კარგად გვესმის ყველას და დარწმუნებული ვარ ჩვენს მოქალაქეებსაც, რომ ეს პრობლემები არის ამ გლობალური პრობლემის გამოძახილი და სწორედ იმისთვის რომ ეკონომიკა სწრაფად ავამოქმედოთ გვჭირდება შეზღუდვები, რომელსაც სამწუხაროდ მოყვება ესა თუ ის პრობლემა-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 


როგორც მან აღნიშნა, ეს ძალიან კარგად ესმით იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობის განწყობით, დაღლილობით, არსებული პრობლემებით ისარგებლონ და ამ მოსახლეობის გულწრფელი წუხილი გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დივიდენდებისთვის, რაც მისი თქმით, ამ ვითარებაში არის ამორალური საქციელი.


,,ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამას აკეთებს ძალიან კარგად იცის რომ ამ შემთხვევაში პრობლემების და გაღიზიანების საფუძველი არის არა მთავრობის სწორი თუა რასწორი პოლიტიკა, არამედ ის გლობალური გამოწვევა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და სწორედ ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის სოციალური პასუხისმგებლობა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც უნდა იყოს აღქმული პოლიტიკოსების მხრიდანაც. რა თქმა უნდა, არიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკოსები და ოპოზიციური პარტიების წარომადგენლები, რომლებიც ცდილობენ კონსტრუქციული ელემენტების შენარჩუნებას, გვესმის ისიც რომ ხელისუფლების კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, მათ შორის საგანგებო ვითარების დროსაც, მაგრამ ამ დროს ასეთი ტიპის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, ასეთი აქციების ორგანიზება და სტიმულირება არავითარ სარგებელს არ მოგვიტანს. სამწუხაროდ ამით მოსახლეობის პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდება. ის რაც ჩვენ მარნეულში ვიხილეთ გუშინ, სამწუხაროდ ნახეთ რომ არავითარ სოციალური დისტანციის დაცვაზე არ იყო იქ საუბარი და მითუმეტეს კარანტინით მოცულ მუნიციპალიტეტში თუ ჩვენ გვექნება ინფიცირების დამატებითი შემთხვევები სწორედ ასეთი აქციების დროს, დამერწმუნეთ მოსახლეობას ბევრად უფრო მეტი დრო დასჭირდება იმისთვის რომ ის პრობლემები მოაგვაროს რომელიც დღეს აწუხებს“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მან აღნიშნა რომ , ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ აქეზებენ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდად მოუბრუნდეს ქვეყანას.



,,ამ პერიოდის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, თუ რა დინამიკით ვითარდება მოვლენები ჩვენ უკვე საკმაო ნდობაც უნდა მოგვეპოვებინა მოსახლეობაში და მჯერა რომ ეს ნდობა გვაქვს მოპოვებული და სწორედ ამის ასახვა არის მოსახლეობის მხრიდან ყველა ამ შეზღუდვების ზედმიწევნით შესრულება და ამ სოლიდარობის, ჩვენი ერთობლივი შრომის და თვითიზოლაციის, შეზღუდვების შესრულების შედეგი არის ის დინამიკა რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ამასთან, გაზრდილია შანსები იმისა რომ ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ დავიწყოთ ჩვენი ეკონომიკის ამოქმედება და ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა რომლის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა არის. სწორედ ასეთი ერთობლივი შრომით, ზრუნვით ჩვენს ქვეყანაზე , ერთმანეთზე შევძლებთ დავამარცხოთ ეს ვირუსი და მე მოსახლეობას მოვუწოდებდი რომ როდესაც ასეთი პროტესტის ან უკმაყოფილების გრძნობა გიჩნდებათ, ამ დროს კიდევ ერთხელ გადახედონ დაავადების დინამიკას და იმ გადაწყვეტილებებს რომელთაც ვიღებთ. ჩავრთოთ რაციონალური აზროვნება და ვნახავთ რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს ჩვენს ემოციებზე რაც არ მოგვიტანს დადებით შედეგს“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up