მაია ცქიტიშვილი - ყველას გვინდა რომ ჩვენი ეკონომიკა მუშაობდეს, აქტიურად იყვნენ დასაქმებული ადამიანები,  ამისთვის კი საჭიროა  წესების დაცვა

მაია ცქიტიშვილი - ყველას გვინდა რომ ჩვენი ეკონომიკა მუშაობდეს, აქტიურად იყვნენ დასაქმებული ადამიანები, ამისთვის კი საჭიროა წესების დაცვა

access_time2020-04-14 23:04:37

,,ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ჩვენი ეკონომიკის საჭიროებებსა და ჯანმრთელობას შორის. რა თქმა უნდა, პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“-ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ონლაინ ვაჭრობის შესახებ დასმულ კითხვას. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მან აღნიშნა, რომ ყველა ის ბიზნეს - სუბიექტი რომელთაც უნდათ დღეს მუშაობა, სამწუხაროდ ექვემდებარებიან გარკვეულ შეზღუდვებს, მათ უწევთ ლოდინი რათა შემოწმდეს რამდენად აკმაყოფილებენ ამა თუ იმ პირობას, ეს ეხება როგორც ონლაინ ვაჭრობას, ასევე ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიას, რომლებიც ელოდებიან მათთან მისულ ინსპექციას.




,,ძალიან ბევრი კომპანია, აცხადებს რომ არის მზად მუშაობისთვის, შემოწმების შედეგად კი საპირისპირო ირკვევა. ბალანსი და ადაპტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. ადაპტაცია იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ვიქნებით როგორც ჩანს მანამდე სანამ ვაქცინა არ იქნება გამოყენებული და ეფექტურად გავრცელებული. ონლაინ ვაჭრობას რაც შეეხება პირადად მეც არაერთხელ მითქვამს და პრემიერმაც აღნიშნა დღეს, რომ თითქოს ყველაფერი მარტივად ჩანს, მომხმარებელი მხოლოდ ონლაინ ათავსებს შეკვეთას, მაგრამ შეკვეთის მოსატანად უნდა მოვიდეს კურიერი, იმისთვის რომ კურიერს გადასცენ ეს შეკვეთა მის ოფისში, საწყობში, კომპანიაში უნდა მუშაობდნენ ადამიანები. ჩვენთვის დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შევამციროთ კონტაქტები, მოძრაობა. ყველას გვინდა რომ ჩვენი ეკონომიკა მუშაობდეს, აქტიურად იყვნენ დასაქმებული ადამიანები და ამისთვის არის საჭირო წესების შესრულება და მისი მონიტორინგი. კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს შეზღუდვები არის დაწესებული მათივე ჯანმრთელობისთვის, მაქსიმალურად ვეცადოთ ყველა რომ ვიმუშაოთ სახლიდან, დავრჩეთ სახლში და შევზღუდოთ ჩვენი გადაადგილება, მოვითმინოთ იმისთვის რომ სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up