მაია ცქიტიშვილი - ყველა სამთავრობო უწყების ამოცანაა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები მოსახლეობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში

მაია ცქიტიშვილი - ყველა სამთავრობო უწყების ამოცანაა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები მოსახლეობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში

access_time2020-10-17 17:39:08

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლოების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ კომერსანტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.


სხდომას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უძღვებოდნენ.


“გამყოფი ხაზის მიმდებარედ 116 სოფელია, სადაც დაახლოებით 50 000 ადამიანი ცხოვრობს. ყველა სამთავრობო უწყების ამოცანაა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მათ ცხოვრების პირობები. წელს მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ფარგლებში საოკუპაციო ხაზზე 19 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 14 000 ადამიანს ექნება საშუალება ამ სტატუსის ფარგლებში არსებული შეღავათებითაც ისარგებლოს, ესაა 20%-ით მეტი პენსია, მასწავლებლებისთვის შესაბამისი დანამატები და ბევრი სხვა სოციალური და ეკონომიკური კომპონენტი. ასევე ვაგრძელებთ ამ სოფლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასაც. სხვადასხვა პროფილის სამუშაოებზე 2013 წლის შემდეგ 160 მლნ ლარზე მეტი მიიმართა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მნიშვნელობის თვალსაზრისით გამოყო 26 სოფლის წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაახლოებით 20 ათას ადამიანს ექნება წვდომა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.


„რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში უკვე შეკეთდა 30 - ზე მეტი სკოლა. ძალიან სასიხარულოა, რომ წელს დასრულდება 1 და მომავალ წელს კიდევ 3 ახალი სკოლის მშენებლობა. კომისიის ფორმატში განსახილველ საკითხებში მნიშვნელოვანი კომპონენტია გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსება. მთლიანობაში 7900 სტუდენტზე მეტია დაფინანსებული 2013 წლის შემდეგ და რა თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ ეს პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლებშიც გაგრძელდება,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up