მაია ცქიტიშვილი - წელს დაგეგმილი გვაქვს 70 კმ ახალი მაგისტრალური გზის გახსნა

მაია ცქიტიშვილი - წელს დაგეგმილი გვაქვს 70 კმ ახალი მაგისტრალური გზის გახსნა

access_time2020-07-03 14:10:12

ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით ორი ზოლის მოწყობა დავიწყეთ გასულ წელს და ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ქართული კომპანიებისთვის ხელშეწყობის მიზნით ეს მონაკვეთი 4 ლოტად დაიყო, რამაც ადგილობრივ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალება მისცა და ოთხიდან სამ ლოტში გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ, ერთ ლოტზე კი ასევე ქართული ქვეკონტრაქტორის მეშვეობოთ აზერბაიჯანულმა კომპანიამ იმუშავა. საკონტრაქტო ვადა არის წლის ბოლოს, მაგრამ სასიხარულოა, რომ ეს მონაკვეთი დამთავრდა დროზე ადრე, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას.


მისივე თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ამ მონაკვეთის გახსნით, რეალურად 30 კილომეტრიანი ორმხრივი მოძრაობის შესაძლებლობა გაჩნდა, რაც ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას.


„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის მონაკვეთს 1 საათის ნაცვლად გავივლით 20-25 წუთში. ასევე, წელს ზაფხულში ვამთავრებთ ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთ-ერთ მონაკვეთს, რაც ხაშურის შემოვლითი გზით სარგებლობის საშუალებას მოგვცემს და ასევე, ძალიან მალე, შევძლებთ ჯაპანა-ლანჩხუთის გზის გახნას, რაც სამტრედია-გრიგოლეთის დიდი მონაკვეთის ნაწილია. ჯამში, წელს დაგეგმილი გვაქვს 70 კმ ახალი მაგისტრალური გზის გახსნა, რაც მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.


ქუთაისის შემოვლითი გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც გზა სრულად გახდება ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი.


ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე გაცალმხრივდა ისე, რომ ავტომანქანების ერთი მიმართულებით მოძრაობა კვლავ ქალაქის (ქუთაისის) გავლით ხდებოდა.



გზის 4-ზოლიანად გაფართოების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და შესაძლებელს გახდის ამ გზით სარგებლობას ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით. მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ გზის ახალი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რასაც 200 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.


შემოვლითი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შეამცირებს მგზავრობის დროს.


ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობას 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთზე ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი“ ასრულებს, ხოლო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოები აზერბაიჯანულმა კომპანია „აკორდმა“ დაასრულა.


მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად (არა ქვეკონტარქტორის სახით) პირველად ახორციელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up