მაია ცქიტიშვილი-ვიქნებით მაქსიმალურად  მოქნილები და  ორიენტირებული იმაზე, რომ მოქალაქეებს გავუმარტივოთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა

მაია ცქიტიშვილი-ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები და ორიენტირებული იმაზე, რომ მოქალაქეებს გავუმარტივოთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა

access_time2020-04-24 21:54:28

,, დახმარების პაკეტი ეხება უკლებლივ ყველა მოქალაქეს, რომელიც იყო დასაქმებული, იღებდა ხელფასს და დარჩა მის გარეშე, დახმარება ეხება ასევე, უხელფასო შვებულებაში გაშვებულ მოქალაქეებსაც“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.


ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით.


,,გვესმის, რომ 1200 ლარი არ არის ბევრი, თუმცა ეს გამომდინარეობს იმ ბიუჯეტიდან და შესაძლებლობებიდან რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, და ასევე იმ საჭიროებებიდან, რომელიც აქვთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა თავის მოქალაქეებს შესთავაზეს პრაქტიკულად ანალოგიური პაკეტი“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამთავრობო გუნდი ეცადა, მაქსიმალურად მოეცვა მოსახლეობის ყველა ფენა და განაწილება ყოფილიყო რაც შეიძლება სამართლიანი. მან ასევე აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.



,,თვითდასაქმებულებზე მინდა დავაზუსტო, რომ ყველა დეტალური ინფორმაცია დაინსტრუქციები ამ ადამიანებისთვის იქნება უკვე შემდეგი კვირის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი. ჩვენ მივაწვდით მოქალაქეებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ ვის უნდა მიმართონ, სად უნდა დარეკონ და რა უნდა გააკეთონ. ყველა ის თვითდასაქმებული, რომელიც რაიმე სახის დეკლარაციას აბარებდა საშემოსავლო სამსახურში, ანუ იყო დარეგისტრირებული ინდმეწარმედ ან მცირე მეწარმედ და იყო აღრიცხული შემოსავლების სამსახურში, მას არ სჭირდება დამატებით იმ ინფორმაციის წარმოდგენა რომელიც ადასტურებს მის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმულობას, ხოლო ვინც არ იყო მათ მოეთხოვებათ რომ რაიმე ფორმით დაადასტურონ რომ ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. მაგალითად, თუ ესენი არიან ბაზრობაზე დასაქმებული პირები მათ შესაძლოა ჰქონდეთ იურიდიული პირიდან ანუ ბაზრობის მესაკუთრისგან დასტური იმისა რომ ეს ადამიანები ვაჭრობდნენ, ან ეკუთვნოდათ სავაჭრო ფართი.


ჩვენ არ ვაპირებთ რომ დიდი ბიუროკრატია შევქმნათ, მაქსიმალურად ვცდილობთ გავუმარტივოთ ჩვენ მოქალაქეებს ყოფა და შევთავაზოთ დახმარების პაკეტები, ამიტომ ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები და ორიენტირებული იმაზე რომ მოქალაქეებს გაუმარტივოთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვართ იმაშიც რომ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში იყვნენ დასაქმებულები ეკონომიკის ამოქმედებასთან ერთად სწრაფად შეძლებენ დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას „-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up