მაია ცქიტიშვილი - თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ბალანსის პოვნას ეკონომიკასა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას შორის

მაია ცქიტიშვილი - თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ბალანსის პოვნას ეკონომიკასა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას შორის

access_time2021-02-05 00:30:00

ცხადია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის მარტივი არაპოპულარული ღონისძიებების მიღება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე მსუბუქ შეზღუდვებზეც კი, ეს არის დისკომფორტი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესია, მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ან ბიზნესს ესიამოვნება, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე ერთი წელია ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში და თითოეული გადაწყვეტილება, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან, ეფუძნება ბალანსის პოვნას ეკონომიკასა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცლებს.



მაია ცქიტიშვილის თქმითვე, თვეების წინ, როცა დღეში ინფიცირების ხუთი ათასამდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, სხვადასხვა სახის ბიზნესის გაყიდვები 40%-ით ნაკლები იყო, რადგან ადამიანებს ეშინოდათ რესტორანში მისვლა თუ სავაჭრო ობიექტებში საქონლის შეძენა.



„კარგად გვესმის, რომ თითოეული შეზღუდვა ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფით ზეგავლენას, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე. საბედნიეროდ, ამ ორი თვის განმავლობაში, წარმატებით შევძელით ინფექციის გავრცელების მართვა, რამაც მოგვცა თამამი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ჩვენ უფრო გვინდა შეზღუდვების მოხსნა, ვიდრე ეს შეიძლება უნდოდეს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ძალიან კარგად გვესმის რამხელა პასუხისმგებლობას ვატარებთ, როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ასეთ დესტრუქციულ ძალებს არ შეიძლება არ ესმოდეთ თუ რამდენად სახიფათოა დაუმორჩილებლობისადმი მოწოდებები და იმ განცდის შექმნა, რომ პანდემია თითქოს აღარ არსებობს, რომ მსოფლიომ პანდემია უკვე დაამარცხა და ამიტომ, არ გვჭირდება არანაირი შეზღუდვა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 500-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დღეში. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ბოლოს 30-40 შემთხვევა გვქონდა და ძალიან სწრაფად მოხდა შემდგომ ვირუსის გავრცელება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.





ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც ბევრად მძლავრი ჯანდაცვის სისტემებია და მიუხედავად ამისა, თითქმის სრულადაა აკრძალული ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა და მოქალაქეების სახლიდან გასვლაც კი.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up