მაია ცქიტიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

მაია ცქიტიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

access_time2019-11-03 16:57:25

რეგიონებში მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სოფლების: ასურეთის, ვაშლოვანისა და ქალაქ თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ვიცე-პრემიერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს არსებულ პრობლემები და მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პრიორიტეტული საკითხები.



საუბარი შეეხო წყალმომარაგებას, სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შიდა საუბნო საგზაო ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას.



„ყველაზე მეტად, რაც ვაშლოვანის, ასურეთისა და ქალაქ თეთრიწყაროს მოსახლეობას აწუხებს, წყალმომარაგების პრობლემაა.ამ მიმართულებით დიდი ინვესტიცია იდება ჩვენი მხრიდან, მაგრამ აშკარაა, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. ყველა აქტუალური საკითხი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, გათვალისწინებული იქნება, როგორც მომავალი, ისე შემდეგი წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




ვიცე-პრემიერთან ერთად, მოსახლეობასთან ღია შეხვედრებში მონაწილეობდნენ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლის რეგიონშისახელმწიფორწმუნებულიშოთა რეხვიაშვილი დაადგილობრივითვითმმართველობისწარმომადგენლები. მაია ცქიტიშვილმამუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა, მათ შორისაა - ასურეთის ისტორიული სახლებისა და გერმანული ეკლესიის აღდგენა-რეაბილიტაცია.



თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,განათლების ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში,მუნიციპალური განვითარების ფონდი 2 მილიონი ლარის სამუშაოებს ახორციელებს და მომავალი წლის ზაფხულისთვის, 360 მოზარდზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სკოლის მშენებლობას დაასრულებს.



წელს, მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის 6 მილონი ლარი გამოიყო, რომელიც 109 პროექტზე გაიხარჯა და წლის განმავლობაში მოხმარდა: 12 სკოლის მცირე რეაბილიტაციას, 4 ამბულატორიის რეაბილიტაციას და 1 ამბულატორიის მშენებლობას, სოფლის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შესრულებასა და სტიქიის პრევენციისთვის ჩატარებულ სამუშაოებს.







შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up