მაია ცქიტიშვილი - ტენდერებში იმარჯვებს კომპანია, რომელიც გვთავაზობს ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას

მაია ცქიტიშვილი - ტენდერებში იმარჯვებს კომპანია, რომელიც გვთავაზობს ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას

access_time2020-12-17 23:58:00

ქართულ კომპანიებს, სამწუხაროდ, დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ, როცა საუბრი ეხება რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოს, ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ პროექტი შესრულდება დადგენილ ვადაში და კარგი ხარისხით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მაია ცქიტიშვილის თქმითვე, უსაფუძვლოა პრეტენზიები იმის შესახებ თუ რატომ ვერ მონაწილეობენ ქართული კომპანიები მასშტაბურ პროექტებში.



„ბევრ და მათ შორის მასშტაბურ პროექტში სწორედ ქართული კომპანიები მონაწილეობენ, მაგალითად - ქუთაისის შემოვლითი გზის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, ამ პროექტებში ინვესტიციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დებენ და ტენდერებიც მათ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად ტარდება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



მინისტრის მ/შ-ის განცხადებით, ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების შესახებ სპეკულაციები ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებია, ხოლო თუკი ასეთი კონკრეტული მაგალითი არსებობს, ყველა ვალდებულია რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართოს.




მაია ცქიტიშვილმა დღესვე უპასუხა საქართველოში პოლონეთის ელჩის კრიტიკას საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ჩინური კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით.



„სამწუხაროდ, 2016 წლის შემდეგ არცერთ პოლონურ კომპანიას მონაწილეობაც კი არ მიუღია არც ერთ ტენდერებში. რაც შეეხება სხვა ევროპულ კომპანიებს, ისინი რა თქმა უნდა, მონაწილეობენ ტენდერებში, მაგრამ ყველა საერთაშორისო კონკურსი, როგორც უკვე აღვნიშნე, ხორციელდება დამფინანსებლი ორგანიზაციის წესების შესაბამისად, ევროკავშირი არის ძალიან ბევრი პროექტის დამფინანსებელი საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი და მრავალი სხვა ჩვენი პარტნიორი, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს განსაზღვრული, რომ მაინცდამაინც ევროკავშირის ან ამა თუ იმ ქვეყნის კომპანიმ უნდა მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა ტენდერში. პირიქით, სატენდერო პირობებით არის დაცული კონკურენცია და გამჭვირვალე პროცესში იმარჯვებს კომპანია, რომელიც გვთავაზობს საუკეთესო კომბინაციას ფასისა და ხარისხის. ასევე, დონორების სავალდებულო პირობაა კომპანიების სათანადო გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობა,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.



მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დიდი სურვილია, რომ სამშენებლო ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ ძლიერმა ევროპულმა კომპანიებმა, რასაც ღია კონკურენციის პირობებში, ეს კომპანიები ხშირად ვერ ახერხებენ, თუმცა სასიხარულოა, რომ ევროპული კომპანიები იმარჯვებენ სამუშაოების ზედამხედველი კომპანიების ტენდერებში და თანამშრომლობა ამ მიმართულებით სასარგებლოა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up