მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველ პანელში მიიღებს მონაწილეობას

მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველ პანელში მიიღებს მონაწილეობას

access_time2019-10-21 18:18:50

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, 22 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში გამართულ პირველ პანელში - „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“.


პანელის მონაწილეები განიხილავენ რეგიონის ეკონომიკის ახალ არქიტექტურას, აბრეშუმის გზის ფარგლებში თანამშრომლობის საფუძვლებს, გლობალურ ფასეულობათა ჯაჭვში პატარა ეკონომიკების ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და სხვა.


პანელის მოდერატორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ნურიელ რუბინი იქნება, რომელიც ამავდროულად ნიუ-იორკის გლობალური მაკროეკონომიკური საკონსულტაციო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და საერთაშორისო მაკროეკონომიკურ საკითხებზე არაერთი თეორიული, ემპირიული და პოლიტიკური ნაშრომის ავტორია.


პანელში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავანიანი, უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ელიორ განიევი და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი.
22-23 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება და მიზნად ისახავს სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.



წელს ,,აბრეშუმის გზის ფორუმი 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები თუ სხვა.


„კომერსანტი“




15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
access_time2019-11-14 17:49:00
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ...

როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ" პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები

 როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ
access_time2019-11-14 20:15:29
ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ ხმა არ მისცა. საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი....

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...


მსგავსი სიახლეები

up