მაია ცქიტიშვილი - თბილისი-რუსთავის გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, მხოლოდ მოლაპარკებით შეიძლება შეთანხმდება

მაია ცქიტიშვილი - თბილისი-რუსთავის გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, მხოლოდ მოლაპარკებით შეიძლება შეთანხმდება

access_time2019-10-22 15:10:14

თბილისი-რუსთავის არსებულ გზაზე ხდება ახალაშენებული მონაკვეთის დაერთება, ხოლო რაც შეეხება იმ მონაკვეთს, სადაც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კონსულტაციისა და მოლაპარკების გზით შევთანხმდებით, - ასე უპასუხა დღეს თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ამ პროექტის შესახებ არაერთხელ განმარტა, რომ პრობლემა მხოლოდ ერთ მონაკვეთს ეხება, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა არ აპროტესტებს ავტობანის გაყვანას, სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.


„ბევრჯერ გვინახავს საპროტესტო აქციები, ქალბატონები ბავშვებთან ერთად როგორ უშლიდნენ ხელს სამშენებლო ტექნიკას. ვინაიდან არ ვემხრობით ძალისმიერ მეთოდებს, გადაწყვიტეთ კონკრეტულად ამ მცირე მონაკვეთზე შეგვეჩერებინა სამუშაოები, რადგან აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ვადაშიც ფიზიკურად ვეღარ მოესწრებოდა ამ სამუშაოს შესრულება, სხვა მონაკვეთებზე კი, სადაც მუშაობა შესაძლებელია, მშენებლობა მიმდინარეობს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.


„კომერსანტი“




ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up