მაია ცქიტიშვილი- თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკის შედეგია,  რომ  დღესგვაქვს 100 შემთხვევა და არა ასობით ან ათასობით

მაია ცქიტიშვილი- თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკის შედეგია, რომ დღესგვაქვს 100 შემთხვევა და არა ასობით ან ათასობით

access_time2020-03-30 21:22:48

მაია ცქიტიშვილი- თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკის შედეგია,  რომ  დღესგვაქვს 100 შემთხვევა და არა ასობით ან ათასობით

- ჩვენ თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად ვიღებდით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას და ის ყოველთვის იყო მიმართული, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და ამასთან, არ იყო ჩვენთვის ყველაზე სასურველი გამოსავალი.  ყოველთვის ვცდილობდით, რომ ფრთხილად დაწინდახედულად შემოგვეტანა ესა თუ ის შეზღუდვა   ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ   საფრთხეები გაიზრდებოდა და შეიცვლებოდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საზოგადოება გაფრთხილებული იყოზომების გამკაცრების შესახებ.

,, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბევრ ქვეყანასთან შედარებით ჯერ კიდევ არ გვაქვს მძიმე სტატისტიკა, 100 შემთხვევა საქართველოსთვის არ არის ცოტა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სამი შემთხვევა,  რომლის პირველწყრო არ არის დადგენილი  და  სამივე ამ შემთხვევაში არის საკმაოდ მაღალი კონტაქტების რისკი უშუალოდ პაციენტების მხრიდან.თავისთავად ეს ფაქტი ნიშნავს უკვე იმას რომ საზოგადოებაში არის შიდა გავრცელების მაღალი რისკი და რომ  შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება იმატოს ბევრად უფრო მაღალი სიჩქარით“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  ყველა ის ნაბიჯი რომელიც გადაიდგა არის კონსულტაციების შედეგი ეპიდემიოლოგებთან და  ჯანდაცვის სპეციალისტებთან და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მივიღოთ ზომები იმაზე ადრე ვიდრე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ გამოჩნდეს.


,,ძალიან ბევრ ქვყანაში, სადაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება შემთხვევების რაოდენობა მკაცრი კარანტინი არის უკვე არა პრევენციული ღონისძიება, არამედ იმის გამოძახილი რაც იქ ხდება.გააზრებული,  თანმიმდევრული და წინდახედული პოლიტიკის შედეგია ის რომ ჩვენ დღეს,  მაშინ როდესაც  პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან თვეზე მეტია გასული გვაქვს 100 შემთხვევა დაარა ასობით ან ათასობით“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამისნიტროს პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up