მაია ცქიტიშვილი - შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიების და აფთიაქებისა, მუშაობას გააგრძელებენ ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუციები, საფოსტო ოფისები, ის სტრუქტურები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის

მაია ცქიტიშვილი - შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიების და აფთიაქებისა, მუშაობას გააგრძელებენ ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუციები, საფოსტო ოფისები, ის სტრუქტურები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის

access_time2020-03-20 21:55:33

„ჩვენ შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ასევე, რა თქმა უნდა, მუშაობას გააგრძელებენ ბანკები და მიკროსაფინანსო ინსტიტუციები, საფოსტო ოფისები, აგრეთვე ის სტრუქტურები და ორგანიზაციები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის,"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატურ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეზღუდვის მიუხედავად, საცალო ქსელების ობიექტების ფუნქციონირება დაშვებულია დისტანციურ რეჟიმში, მიტანის სერვისის უზრუნველყოფით.


„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვაზუსტებთ სიას და ეს სია გამოქვეყნდება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი კითხვაა ამ რეჟიმებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია აღნიშვნა იმისა, რომ ჩვენ გავაჩერეთ ის საცალო ობიექტები, ის არაპრიორიტეტული, ანუ ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სექტორები, როგორიცაა, მაგალითად, დიდი სავაჭრო მოლები, ის სავაჭრო ობიექტები, სადაც ძალიან აქტიური იყო მოსახლეობის მიმოსვლა, სავაჭრო ოპერაციები და აქედან გამომდინარე, იყო ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხე. აგრეთვე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევამციროთ, ზოგადად, ადამიანების ქუჩაში გასვლა, მოძრაობა, სწორედ, აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამ საცალო ქსელების ობიექტების ფუნქციონირება დაშვებულია დისტანციურ რეჟიმში, კერძოდ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ იზღუდება ამა თუ იმ მაღაზიის მუშაობა, ამასთან ერთად დაშვებულია მიტანის სერვისი და პირიქით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ ისეთ ბიზნესსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მიტანის სერვისზე არიან ორიენტირებულნი,"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.



მისივე თქმით, აუცილებელია იმ სასურსათო მაღაზიებისა და მათი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველმყოფი ორგანიზაციების საქმიანობა, იმისთვის, რომ სასურსათო პროდუქტები მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც სააფთიაქო ქსელები.


„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ აუცილებელია იმ სასურსათო მაღაზიებისა და მათი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველმყოფი ორგანიზაციების საქმიანობა, იმისთვის, რომ სასურსათო მაღაზიები მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. იცით, რომ ესეც ძალიან პრიორიტეტული სექტორია და, ამ მიმართულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მთელ მის გუნდთან ერთად, აგრეთვე, ჩვენს გუნდთან ერთად მუშაობს იმისათვის, რომ მარაგების მუდმივი მიწოდება იყოს, იყოს მუდმივი კონტროლი ფასებზე. ამ მიმართულებითაც მოგახსენეთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ იყო მიღებული გადაწყვეტილებები 9 ძირითად პროდუქტზე ფასის ფიქსირების თაობაზე ბიზნესთან კომუნიკაციით და ჩვენი ხელშეწყობით. ამდენად სასურსათო მაღაზიისა და ამ სფეროს ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, ვერ და არ იქნება შეზღუდული. ასევე, მნიშვნელოვანია ამ პროცესში სააფთიაქო ქსელები და ამ მიმართულებით მთელი ის ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფუნქციონირებას,"- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up