მაია ცქიტიშვილი - შესყიდვების პროცესი დღეს არის გამჭვირვალე და კონკურენტული

მაია ცქიტიშვილი - შესყიდვების პროცესი დღეს არის გამჭვირვალე და კონკურენტული

access_time2019-11-06 12:45:26

ჩემი მინისტრობის პერიოდში ალბათ მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს არ გვაქვს საუბარი და მითქმა-მოთქმა ან შეკითხვები შესყიდვებთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევცვალეთ ბევრი რამ ამ მიმართულებით, გავხადეთ ინფორმაცია თანაბრდ ხელმისაწვდომი და პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე, - აღნიშნა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ყოველწლიურ საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გაიხსნა და საჯარო შესყიდვების აქტუალურ ასპექტებს ეძღვნება.


„40 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ისინი გვიზიარებენ შესყიდვების საუკეთესო გამოცდილებას, რაც დაგვეხმარება სისტემა კიდევ უფრო კონკურენტული და კორუფციული რისკებისაგან დაცული გავხადოთ. ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი უწყებაა საქართველოში და შესაბამისად, ამ სფეროს გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგულარულად ვმართავთ ღია შეხვედრებს ბიზნესთან და ვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც შესყიდვების პროცესში მათთვის შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში დაახლოებით 250 ახალი შემსყიდველი გვყავს და ეს რა თქმა, უნდა მეტყველებს იმაზე, რომ შესყიდვების პროცესი არის გამჭვირვალე და კონკურენტული. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს ჩვენს ბიზნესს შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, გაძლიერდეს და სხვა ქვეყნების შესყიდვებშიც მიიღოს მონაწილეობა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო გახდეს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების სისტემის დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი.


კომერსანტი 





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up