მაია ცქიტიშვილი - შესაძლოა დროებით საჯარო დაწესებულებებმაც უარი თქვან გარკვეულ სერვისზე

მაია ცქიტიშვილი - შესაძლოა დროებით საჯარო დაწესებულებებმაც უარი თქვან გარკვეულ სერვისზე

access_time2020-04-01 15:51:42

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ძალიან ბევრი კითხვა შემოდის ცხელ ხაზზე იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კომერციულ სუბიექტს აქვს უფლება მუშაობის და რომელს არა. ვიცე-პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მთავრობის მიერ გარკვეული შეზღუდვების დაწესების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა საჯარომ უწყებებმაც დროებით თქვან უარი გრკვეული სერვისების განხორციელებაზე. მთავრობა განსაზღვრავს მხოლოდ აუცილებელ სერვისს, ხოლო იმ სერვისების მიწოდება, რომელიც ამ ეტაპისთვის არ იქნება მიჩნეული აუცილებლობად, შესაძლოა დროებით შეჩერდეს.


„პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ კარგად გავიგოთ, თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, ისევ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს უკვე გვაქვს 115 შემთხვევა მაშინ, როდესაც გუშინ ამ დროისთვის, მხოლოდ 100 შემთხვევა გვქონდა. ხედავთ, რომ ეპიდემიის გავრცელება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო მანამდე. სამწუხაროდ, როგორც ჩვენ ვიცით, ბევრი ქვეყნის მაგალითზე და მათ შორის ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისგან, ეპიდემიის გავრცელება გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ ძალიან რადიკალური და მნიშვნელოვანი ზომები. სწორედ ამ საფრთხისგან თავის ასარიდებლად, გუშინ იქნა შემოღებული უფრო მკაცრი შეზღუდვები საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაც, საღამოს 9 საათის შემდეგ.


აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო ბიზნესსაც, რათა გავითავისოთ ყველა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება არ არის ხილული, მაგრამ მიმდინარეობს შეუმჩნევლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ისეთი განსაკუთრებული ზომების მიღება, როგორიცაა სოციალური დისტანცირება. შტაბების, მათ შორის, რეგიონული შტატების დონეზე ვიღებთ ინფორმაციას იმ კერძო სუბიექტებისგან, რომლებმაც უნდა დაადასტურონ მათი საქმიანობის აუცილებლობა. მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებადართულია სურსათის მიწოდება ან ფარმაცევტული ქსელი, ბუნებრივია, სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აწარმოებს სურსათს, უნდა ფუნქციონირებდეს ისევე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს პურის ცხობა ან სასურსათო პროდუქციის წარმოება,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განმარტებით, სწორედ იმიტომ, რომ დადგენილებაში ვერ ჩაიწერებოდა ყველა დეტალი, მასში გათვალისწინებულია რეგიონული ოპერატიული შტაბებისთვის, თვითმმართველობებისთვის, დარგობრივი სამინისტროებისთვის მიმართვის შესაძლეობლობა. მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ რგოლების მეშვეობით მოხდება კომუნიკაცია ყველა ბიზნეს სუბიექტთან იმის გასარკვევათ, თუ ვისთვის არის ნებადართული საქმიანობა, რა სახით და რა რეჟიმით.


„სამწუხაროდ ამ 2-3 კვირიან პერიოდში 21 აპრილამდე, ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში, დროებით შევზღუდოთ ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უფრო სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვენს საქმიანობას, ნორმალურ ცხოვრებას და აღვადგინოთ ჩვენი ბიზნესი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up