მაია ცქიტიშვილი - შემოვლითი გზების საშუალებით მნიშვნელოვნად მოკლდება მაგისტრალის საერთო სიგრძე, მგზავრობის დრო კი თითქმის ნახევრდება

მაია ცქიტიშვილი - შემოვლითი გზების საშუალებით მნიშვნელოვნად მოკლდება მაგისტრალის საერთო სიგრძე, მგზავრობის დრო კი თითქმის ნახევრდება

access_time2019-07-10 17:40:49

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



პროექტის ფარგლებში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, აშენდება 13 კილომეტრი სიგრძის 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.



ახალი შემოვლითი გზა გაივლის შემდეგ დასახლებებს - მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.



„ამ გზის მშენებლობა აუცილებელია, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ბათუმი განიტვირთს სატრანზიტო მოძრაობისგან, რაც ხელს უშლის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ამას გარდა, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი, ავტობანი გვჭირდება იმისთვის, რომ ერთის მხრივ უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება უზრუნველვყოთ და მეორეს მხრივ სატრანზიტო რესურსი სრულად ავითვისოთ. შემოვლითი გზების საშუალებით მნიშვნელოვნად მოკლდება მაგისტრალის საერთო სიგრძე, მგზავრობის დრო კი თითქმის ნახევრდება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




პროექტი, რომლის დასრულება მომავალ წელს იგეგმება, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება 330 მლნ ლარამდეა.



მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ სტუდენტები. მათ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ტექნიკურად რთული პროექტის სამშენებლო თავისებურებების შესახებ.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართულია უნივერსიტეტებისა და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს შორის მოლაპარაკებებში, რათა ხელი შეეწყოს სტუდენტთა სტაჟირების ნაწილში საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც საპროექტო, ისე საინჟინრო და სამშენებლო საქმიანობის მიმართულებით.







მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს
access_time2019-11-13 13:03:45
მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა. „ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ...

ახალი გადანაწილება ბაზარზე-უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დევლოპერულ სექტორში შევიდა

ახალი გადანაწილება ბაზარზე-უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დევლოპერულ სექტორში შევიდა
access_time2019-11-13 13:30:19
სამშენებლო კომპანია „ანაგი“დეველოპინგის სფეროში შევიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფაქტი სამშენებლო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, „კომერსანტი“ დაინტერესდა იქნება თუ არა „ანაგი დეველოპმენტი“ პირდაპირი კონკურენტი ისეთი მსხვილი დეველოპერული კომპანიების, როგორიცაა m2, „დომუსი“, „აქსისი“ და ასე შემდეგ.    თავად „ანაგი დეველოპმენტში“ განმარტავენ,რომ  დეველოპმენტი 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა....

ფილარმონიის დირექტორი -ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო

ფილარმონიის დირექტორი -ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო
access_time2019-11-13 12:30:24
ფილარმონიის დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივეთსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო.როგორც გიორგი კერესელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, 2011 წლიდან მოყოლებული ითხოვენ იმ ვალდებულების მოხსნას, რომელიც კონტრაქტში ისე...

ფილარმონიის დირექტორი - ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო

ფილარმონიის დირექტორი -  ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო
access_time2019-11-12 12:30:24
ფილარმონიის დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო. გიორგი კერესელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას...

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ დაინიშნა

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ  დაინიშნა
access_time2019-11-13 11:12:42
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. 2017 წლამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის...


მსგავსი სიახლეები

up