მაია ცქიტიშვილი შეკითხვაზე „როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?“ – კონსორციუმისგან განსხვავებით მე არ ვდებ არარეალურ პირობებს

მაია ცქიტიშვილი შეკითხვაზე „როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?“ – კონსორციუმისგან განსხვავებით მე არ ვდებ არარეალურ პირობებს

access_time2020-01-09 14:31:46

კონსორციუმისგან განსხვავებით მე არ ვდებ არარეალურ პირობებს და მითუმეტეს ისეთ პირობებს, რომლის განხორციელებაზე კონტროლი არ არის ჩემს ხელში, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას - „როდის დასრულდება პროექტი და როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?“. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„რა თქმა უნდა, ვერ დავდებ პირობას, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში. კონსორციუმი, სამწუხაროდ, წინა წელსაც ირწმუნებოდა, რომ 2020 წელს შემოვა გემი და ალბათ გახსოვთ, პარლამენტში გამოსვლის დროს, როდესაც გამოვთქვი ეჭვი ვადებთან დაკავშირებით, ამას საკმაო კრიტიკა მოჰყვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, თუმცა დღეს ვხედავთ რა რეალობაც არის. დავიწყებთ სატენდერო პირობების მომზადების პროცესს, გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხტავს და ერთად ვიხილავთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია, ახალი ინვესტორის მხრიდან უნდა მოვისმინოთ პირობა, რომელიც იქნება ჩადებული ახალ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, სადაც გაწერილი იქნება ვადები და შესაბამისი ფინანსური გარანტიები,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღესვე დააზუსტა, რომ ამერიკული იურიდიული კომპანია “White & Case” სახელმწიფომ დაიქირავა არა ხელშეკრულების შესაწყვეტად, არამედ ხელშეკრულებაზე სამუშაოდ.




„ალბათ გახსოვთ, ეს კომპანია გასული წლის დასაწყისში დავიქირავეთ, მაშინ როდესაც დავიწყეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ბანკებთან საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად. ამ მოლაპარაკების პროცესში იყო ჩართული ეს იურიდიული კომპანია. ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა, ძირითადი მომსახურების გამოყენება, 2020 წლის განმავლობაში, ალბათ, უკვე იურიდიული დავის ფარგლებში მოგვიწევს, თუ ეს დავა, რა თქმა უნდა, დაიწყება. რაც შეეხება დავის ხანგრძლივობას, ძალიან რთულია დღეს ამის განსაზღვრა. ჩვენი შეფასებით, მოდავე მხარეს არ აქვს არანაირი საფუძველი, თუმცა ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უკვე საარბიტრაჟო სასამართლოს მისაღები იქნება,”- თქვა მაია ცქიტიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up