მაია ცქიტიშვილი - სასმელი წყლისა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს

მაია ცქიტიშვილი - სასმელი წყლისა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს

access_time2020-01-07 17:11:53

გუდაურში წელს გვყავს დაახლოებით 50 ახალი იურიდიული პირი, ახალი აბონენტი, ასევე არის მშენებარე სასტუმროები, რაც მთლიანობაში ზრდის მოხმარებას. ამიტომ, კლიმატური პირობების და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მიმდინარეობს სამუშაოების დაგეგმვა, რათა ინფრასტრუქტურამ ფეხი აუწყოს კურორტის განვითარებას, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გუდაურში გამართული თათბირის დასრულების შემდეგ.


“რაც შეეხება ბაკურიანს, წელს გვყავს 800-მდე ახალი აბონენტი და აქედან ნახევარი იურიდიული პირია. შესაბამისად, ბაკურიანშიც არის დაგეგმილი და მიმდინარეობს წყალგაყვანილობის დამატებითი სამუშაოები, იმისთვის რომ ახალი სეზონისთვის მოვაგვაროთ შესალო პრობლემები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სპეკულაციას უწოდებს ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს სასმელი წლის დეფიციტი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის შევსებამ გამოიწვია.


„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის ორი ურთიერთგამიჯნული სისტემა, რომელსაც აქვს განსხვავებული წყალმომარაგება. ყველას მოვუწოდებ, რომ ვენდოთ იმ სპეციალისტებს, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ საინჟინრო წყალმომარაგების დარგში და მივცეთ საშუალება თავისი საქმე აკეთონ. მომავალი წლისთვის ვაპირებთ დამატებით ახალი ტბის მოწყობას, რათა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სივრცე გაიზარდოს. ჩვენ გუდაურში 1500 მეტრ ფართობს ვემსახურებოდით, ახლა კი ეს სისტემა უკვე 3800 მეტრს ემსახურება. გუდაურიც და ბაკურიანიც არის განვითარებადი და ცხადია, რომ ორივე კურორტზე საჭიროა დამატებითი ინვესტიცია, საპარკინგე და საერთო სარგებლობის სივრცეების, ასევე საბაგიროების, ახალი ტრასების მოწყობა. გუდაურში შარშან გავხსენით კობი-გუდაურის საბაგირო, წელს ვაპირებთ, რომ კობთანაც მოეწყოს ახალი პარკინგი და კობი განვითარდეს როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი. გენგეგმით ასევე გათვალისწინებულია სეთურებში პარკინგის განვითარება და გუდაურთან საბაგიროთი დაკავშირება, ეს არის ის გეგმები, რომელიც ამ კურორტების განვითარებისთვის არსებობს და რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up