როდესაც კომუნიკაციაზე და პანდემიის მართვაზე ვსაუბრობთ, ამშემთხვევაში ყველაზე მთავარი არის სიმართლის თქმა. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით ვერანაირ შეზღუდვას სეტემბერსა დაოქტომბერში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ამ დროს იმყოფებოდა აქტიურპოლიტიკურ პროცესში. ასევე სიმართლე არის ის, რომ ეს არ იყოჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენიქვეყნის შემდგომ განვითარებას- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაიაცქიტიშვილმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებზე საუბრისასგანაცხადა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არ მოქმედებს სისტემური„ლოქდაუნი“, რადგან საქართველოში შეზღუდვები დაწესებულია 8 ქალაქში, არ გულისხმობს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლისაკრძალვას და დღეში მხოლოდ ერთხელ გადაადგილებას აუცილებელისაჭიროების შემთხვევაში.
„მნიშვნელოვანია, შევთანმხდეთ შინაარსზე და ვნახოთ მათ შორისევროპული ქვეყნების ლოქდაუნი, სადაც ადამიანებისთვის სახლიდანგამოსვლა დაშვებულია მხოლოდ დღეში ერთხელ გარკვეულლიპერიოდით იმისთვის ,რომ მივიდნენ სურსათის მაღაზიაში, აფთიაქში, გაასეირნონ ცხოველი, ან ივარჯიშონ. ეს არის „ლოქდაუნი“, როდესაცაკრძალვა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დახურულია ყველაბიზნესი, გაჩერებულია ყველა აქტივობა. რა მოქმედებს დღესსაქართველოში ?- ეს არის გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათისშემდეგ, მართალია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ეს არ არისსისტემური ლოქდაუნი“, ვინაიდან დილის 05:00-დან 21:00 საათამდე ჩვენი გადაადგილება არ არის შეზღუდული არც ქვეითად , არც ტრანსპორტით. ასევე, შეზღუდვები მოქმედებს 8 ქალაქში და საქართველოს დანარჩენტერიტორიაზე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეხებამობილობის ხელშემწყობ საქმიანობას და ეს არის ბალანსი ეკონომიკასა დაპანდემიას შორის.