საპენსიო შენატანების ხელის ხლება და დაბრუნება რა თქმა უნდა არ იყო განხილული. ეს არის ალბათ უკიდურესი ზომა, რომელიც, როგორც ვხედავთ ჩვენ არ გვჭირდება“- ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ „ევროპული საქართველოს“ იდეას ანტიკრიზისულ პერიოდშო დაგროვებითი საპენსიო დანაზოგების თანხის გამოყენების შესახებ.
მისი განცხადებით, საპენსიო სისტემის რეფორმა იმდენად დიდი ამოცანაა, მთავრობას საპენსიო ფონდიდან თანხების გამოყენების საკითხი არც კი განუხილავს.
„ძალიან ბევრი მთავრობა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების ხელისუფლება ამ თემას ვერ მოერია. სწორედ ჩვენ დავიწყეთ ამ გრძელვადიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც საშალებას მისცემს ჩვენს თანამოქალაქეებს ქონდეთ ღირსეული პენსია თავისივე საპენსიო შენატანების სახით“,-აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ იდეას საპენსიო თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან მათი ყოფილი თანაპარტიელებიც. რომან გოცირიძე ზურაბ ჭიაბერაშვილის იდეას მიუღებელი უწოდა.
Imedinews