მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთში საგზაო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთში საგზაო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

access_time2019-12-02 12:50:17

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარესთან ირაკლი ქარსელაძესთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ბესო ამირანაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე. აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. რეაბილიტირდა გზა და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული მონაკვეთი 5 სოფელს (ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი, აიაზმა) მოიცავს. პროექტი სახელმწიფო 13 795 800 ლარიით დაფინანსდა.



ასევე, დასრულდა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მისასვლელ) საავტომობილო გზაზე 15 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტირებული მონაკვეთი გადის 2 სოფელს (გორელოვკა, ჟდანოვი) და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება. აღნიშნული გზით სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა, სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ხორციელდება აქტიური სატრანზიტო გადაზიდვები. ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა. არსებული საფარი ძლიერ დაზიანებული იყო და ზოგიერთს მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობდა. პროექტის შესაბამისად, განხორციელდა დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდა გზის სიგანე, რეაბილიტირდა 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით. დღეისთვის ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.



ვიცე-პრემიერმა მოინახულა ახალქალაქი-ნინოწმინდას დამაკავშირებელი 17 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. ამ მონაკვეთის დასრულებით მოწესრიგდება სამცხე-ჯავახეთის ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალები. ჩატარებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამცხე-ჯავახეთის სატრანსპორტო და ტურისტული პოტენციალის ათვისებას.







ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...


მსგავსი სიახლეები

up