მაია ცქიტიშვილი - საგზაო სექტორში ინვესტიციების ზრდა საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას ემსახურება

მაია ცქიტიშვილი - საგზაო სექტორში ინვესტიციების ზრდა საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას ემსახურება

access_time2019-08-13 14:02:26

„წლების განმავლობაში ვზრდით ინვესტიციებს საგზაო სექტორში. ეს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და ტურიზმს შეუწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას ემსახურება,“ - აღნიშნა დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6-თვიანი ანგარიშის წარადგენაზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 3.5-ჯერ არის გაზრდილი და საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით წელს მილიარდ 500 მილიონს ვხარჯავთ. ეს თანხა მოხმარდება როგორც მაგისტრალების მშენებლობას, ასევე შიდა და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სამუშაოებზე დასაქმებულია 9 ათას ადამიანზე მეტი. ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო პროექტების არამხოლოდ ხარისხიანად და დროულად შესრულება, არამედ მისი დაგეგმვა ისეთი სახით, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის, რეგიონების განვითარებას. ბოლო პერიოდში დეპარტამენტსა და მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებში გაუმჯობესდა კომუნიკაცია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, ასევე კოორდინირებულად ვმუშაობთ კოლეგა უწყებებთან იმისთვის, რომ სწორედ იმ გზების რეაბილიტაცია დავისახოთ პრიორიტეტად, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებაში. ქვეყნის საერთაშორისო ლოჯისტიკური პოტენციალის ათვისების გარდა, საგზაო ინფრასტრუქტურამ უდიდესი როლი უნდა ითამაშოს ჩვენი ქვეყნის ძალიან საინტერესო რეგიონების განვითარებაში,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერმა ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს, კონტრაქტორებსა და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლებს, ყველას ვინც დიდი თუ მცირე მასშტაბის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს.






3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up