მაია ცქიტიშვილი - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ შემოსავალს  რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის

მაია ცქიტიშვილი - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ შემოსავალს რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის

access_time2020-09-18 13:00:28

როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა, ჩვენ ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ ღირსეული ცხოვრების პირობები ყველგან და იცით, რომ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ, მათ შორის მთის განვითარებაშიც - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სოციალური პირობების გაუმჯობებისა და ვალდებულებების შესრულების განუყოფელი ნაწილია, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.



„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პრაქტიკულად, მესამედი დროით შევძლებთ მგზავრობის მარშრუტების შემცირებას. ეკონომიკურად ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ მოგზაურობას, ეგრეთ წოდებულ წრიულ მარშრუტებს. მაგალითად, ზარზმიდან შეგვიძლია ჩავიდეთ ბათუმში და შემდეგ ბათუმიდან დავბრუნდეთ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთით. ერთი მოგზაურობის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბევრად უფრო მეტი დასახლებული პუნქტი, სადაც მომსახურების მიღებისა და პროდუქტების შეძენით შევიტანთ მუდმივ შემოსავალს იმ ოჯახების ბიუჯეტში, რომლებიც ამ გზების გასწვრივ ცხოვრობენ,“- აღნიშნა ვიცე-პრემირმა.




მაია ცქიტიშვილმა იმერეთი-რაჭის ახალ, 51 კილომეტრიან გზაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ მარშტრუტზე მდებარე სოფლების მოსახლეობას საშუალება აქვთ, სახელმწიფოს მხარდაჭერით საოჯახო ბიზნესი განავითარონ.



„დღეს ეს გზა ჩვენც გვაძლევს საშუალებას, რომ რაჭაში უფრო ხშირად ჩავიდეთ. მათ შორის, ამ 8 სოფლის მოსახლეობას უქმნის შესაძლებლობას, გახსნას „გესთ ჰაუსი“, მარანი, კაფე. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი 40 მლნ ლარი გამოეყო საგრანტო პაკეტის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. ასევე, 30 000 ლარამდე გაიზარდა ერთჯერადი გრანტის მოცულობა, რომელიც სწორედ ასეთ ოჯახებს აძლევს საშუალებას გაარემონტონ არსებული საოჯახო სახლი, მოაწყონ კვების ობიექტი და ეს არის მათი ბიზნესი. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეგიონულ გზებს აქვს განვითარების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ჰქვია სამინისტროს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების შედეგად ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ შემოსავალს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ამ რეგიონებში,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up