მაია ცქიტიშვილი - საერთაშორისო დონორების დახმარებით გაგრძელდება რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მიმდინარე პროგრამები

მაია ცქიტიშვილი - საერთაშორისო დონორების დახმარებით გაგრძელდება რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მიმდინარე პროგრამები

access_time2020-12-21 13:50:08

რეგიონების თანაბარი განვითარების მიზნით, გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის ინტეგრირებული მართვის პროგრამების განხორციელება საერთაშორისო დონორების, მათ შორის ევროკავშირის, აზიის განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის დახმარებით. პროგრამები ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, როგორც კერძო სექტორის დაფინანსებას, ისე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრობის კანდიდატის თქმით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება. 



„EBRD დახმარებით რეგიონებისთვის უკვე შეკვეთილია 185 ავტობუსი, საიდანაც 98 ავტობუსი უკვე გადაცემულია 7 დასახლებისთვის. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით, ჩამოყალიბდება მუნიციპალური სატრანსპორტო მოძრაობის გეგმები“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები და 2024 წლისთვის დასრულდება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მიმდინარე პროექტები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.






რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up