მაია ცქიტიშვილი - ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას არაფერი   ემუქრება, ამასთან სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას კანონი და წესრიგი

მაია ცქიტიშვილი - ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, ამასთან სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას კანონი და წესრიგი

access_time2019-11-28 15:06:01

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მაია ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს როგორც ტურიზმის, ასევე ეკონომიკის განვითარებას და იმ განწყობის შენარჩუნებას, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქნებოდა პოზიტიური.



,, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ აქციებზე და ოპოზიციის იმ მცდელობებზე, რომ წარმოაჩინოს ეს აქციები როგორც სახალხო პროტესტი, რა თქმა უნდა ყველანი ვხედავთ, რომ აქციები არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქმე სახალხო პროტესტთან. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ხშირად გაცდენილი არიან გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმებს. ამასთან, ყოვლად მიუღებელია ის აგრესიული ქმედებები, რომელიც მიმართულია პარლამენტარების მიმართ, დღესაც კონკრეტულ პარლამენტარებს არ მიეცათ თავისი ფუნქციის განხორციელების და პარლამენტში შესვლის საშუალება. რა თქმა უნდა, ეს ფორმები მიუღებელია და ჩვენ როგორც ხელისუფლება ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში და მივცეთ საშუალება ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუციას-პარლამენტს, რომელიც ასახავს ჩვენი მოსახლეობის არჩევანს, შეასრულოს თავისი ფუნქცია.“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.




ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, მაგრამ ამასთანავე სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას კანონი და წესრიგი.



,,რაც შეეხება იმას თუ რამდენი ადამიანი უნდა იყოს აქციაზე, რომ ის სახალხოდ ჩაითვალოს, ჩვენ არაერთხელ გვქონია ჭეშმარიტად სამოქალაქო პროტესტის ნახვის საშუალება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ბოლო პერიოდის განმავლობაშიც ასე რომ ჩვენ მოსახლეობას კარგად შეუძლია განასხვავოს, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მოსახლეობის რეალური პროტესტისგან“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.








მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up