მაია ცქიტიშვილი - ქვეყანაში გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრები და გაცოცხლდება მივიწყებული კურორტები

მაია ცქიტიშვილი - ქვეყანაში გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრები და გაცოცხლდება მივიწყებული კურორტები

access_time2021-02-17 20:00:00

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის. შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ მივიწყებულ კურორტებს,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მაია ცქიტიშვილის თქმით, მასშტაბურ პროექტებთან ერთად განვითარდება შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას.



„აბასთუმნის, ბაკურიანის ურბანული განახლების მასშტაბური პროექტებთან ერთად, არ ვივიწყებთ შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურას. ასეთ პროექტებს შორისაა ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, ყაზბეგსა და ბორჯომში მუზეუმების რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.




მაია ცქიტიშვილის თქმით, წელს დასრულდება წყალტუბოს გენ-გეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.








საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up