მაია ცქიტიშვილი -  ადგილობრივი ბიზნესისთვის, ქობულეთის განახლებული ბულვარი არის შესაძლებლობა რათა შექმნან ახალი სივრცეები და მეტი შემოსავალი მიიღონ  ტურისტებისგან

მაია ცქიტიშვილი - ადგილობრივი ბიზნესისთვის, ქობულეთის განახლებული ბულვარი არის შესაძლებლობა რათა შექმნან ახალი სივრცეები და მეტი შემოსავალი მიიღონ ტურისტებისგან

access_time2019-07-10 15:00:56


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის ახლადაღდგენილი სანაპირო ზოლი დაათვალიერა.



„სასიხარულოა, რომ წელს დამსვენებელს ქობულეთში შეგვიძლია შევთავაზოთ სრულად აღდგენილი ბულვარი, დაახლოებით 2 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ნაპირდაცვით სამუშაოებთან ერთად გაკეთდა. ეს მნიშვნელოვანია რათა მომავალში ზღვამ არ დააზიანოს სანაპირო ზოლი. ამ და მსგავსი პროექტებით საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივ ბიზნესს, რომ შექმნან ახალი სივრცეები, მოაწყონ მეტი კომერციული ობიექტი და მიიღონ მეტი შემოსავალი ტურისტებისგან,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




მისივე თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ბულვარის აღდგენის სამუშაო ურეკშიც დაიწყება და უკვე, მომავალი წლის მაისში, დამსვენებელს იქაც განახლებული სანაპირო დახვდება.



ქობულეთის ბულვარის განახლებაზე ჯამში დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან, 2 მილიონ ლარზე მეტი მსოფლიო ბანკის, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაა.



პროექტი ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ სამუშაო გაჭიანურდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ტურისტული სეზონისათვის ზღვისპირა ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, გასულ წელს ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან შეწყდა და სამუშაოები სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ გააგრძელა. რამდენიმე თვეში ბულვარი ნაწილობრივ რეაბილიტირდა, წელს კი სანაპირო სრულად აღდგა და კეთილმოეწყო.






ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up