ირაკლი კობახიძე “ ქართული ოცნების“ წევრია 2012 წლის დასაწყისიდან, პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო წლების განმავლობაში, მათ შორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა გასაგები და ბუნებრივია - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურის დასახელება არის პარტიაში მიმდინარე ინსტიტუციური მოწყობის პროცესის გაგრძელება.
„თითოეული პარტია თავმჯდომარედ ირჩევს იმ ადამიანს, რომელიც წარმოადგენს პარტიას და ამ პოზიციაზე ირაკლი კობახიძის არჩევა ნამდვილად იყო ბუნებრივი გაგრძელება პარტიის ინსტიტუციური მოწყობის პროცესში, თუმცა რა თქმა უნდა არიან სხვა, ალტერნატიული, ღირსეული კანდიდატები,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.