მაია ცქიტიშვილი - პირველ რიგში უნდა დავიცვათ სახელმწიფოს ინტერესი და შემდეგ ვიფიქროთ ინვესტორის ინტერესებზე

მაია ცქიტიშვილი - პირველ რიგში უნდა დავიცვათ სახელმწიფოს ინტერესი და შემდეგ ვიფიქროთ ინვესტორის ინტერესებზე

access_time2019-03-15 20:30:58

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ვაგრძელებთ მუშაობას კონსორციუმთან. ასევე, იმ საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც განიხილავენ ანაკლიის პორტში ინვესტიციების განხორციელებას და ეს არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა 2016 წლიდან და მიმდინარეობს ამჟამადაც,“- განაცხადა  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შესაძლო დაჩქარების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.

„არაერთხელ განვაცხადე იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს არც ერთი ინვესტიციის განხორციელება. ამასთან ერთად, როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ისე ნებისმიერი ინვესტორის მიმართ მთავრობის დამოკიდებულება არის მხარდამჭერი და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვძებნოთ კომპრომისი, გამოვძებნოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენი ვალია დავიცვათ პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესები და უკვე  შემდეგ ვიფიქროთ კერძო კონკრეტული ინვესტორის ინტერესებზე. ახლაც ვცდილობთ გამოვნახოთ კომპრომისი დამფინანსებლებს, კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის და ვიმუშაოთ ამ პროექტზე. თუმცა, ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ წამოყენებულ ახალ მოთხოვნებს შეეხებოდა. მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ აქამდე ეს მოთხოვნები მხარეებს შორის არ განხილულა.  

“რაც შეეხება გამოძიების დაჩქარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ყველანი ვართ დაინტერესებულები იმით, რომ გამოძიება დასრულდეს სწრაფად, წარიმართოს ეფექტურად და გამჭვირვალედ და ყველა კითხვაზე მივიღოთ პასუხი. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მე ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის ინვესტორი, რომელმაც ამ პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღო. ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით და ახლაც ვაგრძელებთ კონსორციუმთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ამ ინვესტიციის განხორციელებაში”, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


 






რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up