ოპოზიციის რადიკალური ფრთა კვლავ ცდილობს პოლიტიკურ ძალადობას, მოსამართლეების, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების დაშინებას, ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ დესტრუქციულ გზას ადგანან, - ასე აფასებს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის მიერ ე. წ. შავი სიის შედგენას.
„რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელია შავი სიების შექმნა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სრულ ტერორში ამყოფებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ეს ძალიან კარგად გვახსოვს ყველას. 300 ათასი პრობაციონერი არსებობდა ამ ქვეყანაში და 10% ჩვენი მოსახლეობის იყო გასამართლებული სწორედ იმ რეჟიმის მიერ, რომელიც დღეს ცდილობს შავი სიების შედგენას. ეს არის ამ ხალხის მუდმივი ხელწერა და სამწუხაროდ, არც დრო ცვლის ამ ადამიანებს და არც ის დამოკიდებულება, სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, რასაც ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.