მაია ცქიტიშვილი - მხოლოდ წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათასზე მეტი ადამიანის წყლით მომარაგება გაუმჯობესდა

მაია ცქიტიშვილი - მხოლოდ წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათასზე მეტი ადამიანის წყლით მომარაგება გაუმჯობესდა

access_time2020-12-17 16:40:00

წელს 205 მლნ ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების 28 პროექტი განხორციელდა, 24-საათიანი გამართული წყალმომარაგებით პირველად სარგებლობენ ქუთაისის, ზუგდიდისა და ჭიათურის მცხოვრებლები, ჯამში, მოეწყო 614 კმ სიგრძის ქსელები და აშენდა 13 რეზერვუარი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„დასრულდა წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი-რეაბილიტაციის შემდეგი პროექტები: დაბა აგარაში, ადიგენში, აბასთუმანსა და ლაითურში, ლანჩხუთში, ანასეულში, მარნეულში, ახალსოფელში, ნორიოში, მარტყოფში, ძველ ანაგაში, მაღლაკსა და არაზინდოში. წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდა წყალტუბოში, თელავსა და ზუგდიდში. წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათასზე მეტი ადამიანის წყლით მომარაგება გაუმჯობესდა. წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პროექტების დასრულებას ვგეგმავთ 2021 წელს ოზურგეთში, ტყიბულში, თელავში, საგარეჯოში, ვალეში, ჯვარში, ბახვი-ვაკიჯვარში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე მომავალ წელს დასრულდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და განახლდება წყალარინების ქსელები ზუგდიდში, ფოთში, მარნეულში, ბოლნისსა და გარდაბანში. ამ ეტაპზე მიმდინარობს და 2021-ში დასრულდება შიდა ქართლსა და იმერეთში, გამყოფი ხაზისპირა სოფლებში, პროექტები, რის შედეგადაც 26 სოფლის 20 ათასამდე მოსახლე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



მან ასევე ისაუბრა ტურისტულ დასახლებებში წელს დაწყებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო ბაკურიანში, გუდაურში, აბასთუმანში, წყალტუბოსა და ბახმაროში. ამასთან, ბაკურიანსა და გუდაურში გაძლიერდა და განახლდა წყალმომარაგების სიტემები, გუდაურში კი დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების ტბის მოწყობა და წყლით შევსება.




მაია ცქიტიშვილის თქმით, 2021 წელს დამატებით დაიწყება წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები წყალმომარაგების, წყალანირებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტებზე, რაც გაუმჯობესებულ საყოფაცხოვრებო პირობებს ნიშნავს შემდეგ დასახლებებში: თელავი, ხაშური, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, სტეფანწმინდა, კუმისი, დაბა მანგლისი, მანავი, მატანი, ანაგა, ბოდბისხევი, ხიბულა, ტბისი, ასურეთი, კასპი, ქარელი, ხორნაბუჯი, ბულაჩაური, ზესტაფონი, წეროვანი, პატარძეული, თეთრიწყარო, ბაკურციხე, დედოფლიწყარო და სენაკი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up