მაია ცქიტიშვილი - მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში 300 მლნ ლარი დაიხარჯება მთელ რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ყველა რეგიონში

მაია ცქიტიშვილი - მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში 300 მლნ ლარი დაიხარჯება მთელ რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ყველა რეგიონში

access_time2020-03-20 22:25:08

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატურ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.


კერძოდ, საუბარია კაპიტალურ პროექტებზე, რისთვისაც 300 მლნ ლარი დაიხარჯება.


„ეს არის მთელი რიგი პროექტები, რომელიც მიმართულია, პირველ რიგში, რეგიონებში ეკონომიკური აქტივობების გასაძლიერებლად. ყველა ეს პროექტი ემსახურება როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის დასაქმების წყარო, ასევე, რა თქმა უნდა, სამშენებლო ბიზნესს აძლევს საშუალებას, ამ საკმაოდ რთულ პერიოდში, იფუნქციონიროს. პროექტების საკმაოდ დიდი ნუსხაა, გარკვეული ნაწილი მიმართულია საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე, ასევე, წყლის პროექტებია. ისინი გაშლილია ყველა რეგიონში. ძირითადად, პროექტზე დასაქმებულები არიან ქართველი მოსახლეობა, ქართული კომპანიები, ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეუწყვეტლად მიმდინარეობდეს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.



მისივე თქმით, დღეს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მიმართულებით შეფერხებები, პრაქტიკულად, არ არსებობს და მთავრობა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ გასცემს.


„პრაქტიკულად, არ გვაქვს შეფერხებები სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის ნაწილში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობას ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს და დასაქმებულ პირს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვისაც. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ რეკომენდაციას სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ ვიძლევით, რადგანაც ეპიდემიოლოგებთან და ექიმებთან კონსულტაციით დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სფეროში რისკი არის ბევრად უფრო დაბალი, რადგანაც სამუშაოები, ძირითადად, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, საშუალება გვაქვს, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის თანახმად, რომ ამ სფეროს მივცეთ ფუქნციონირების საშუალება," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up