მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით

მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით

access_time2020-05-22 20:24:29

რიკოთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის გავლასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო მაგისტრალისთვის საჭირო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, რიკოთის უღელტეხილზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გორგი გახარიასთან ერთად. რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, პირველი, 180 მეტრიანი გვირაბის გაჭრის სამუშაოები დაათვალიერა.


მისი თქმით, ორ მონაკვეთზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.


ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის, რომელიც დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო მაგისტრალებს ევროპულ საერთაშორისო მაგისტრალს, რომელიც ჩინეთიდან ევროპამდე გრძელდება. რიკოთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის გავლასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო მაგისტრალისთვის საჭირო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით. 51 კილომეტრიანი მონაკვეთია მთლიანად. ორ მონაკვეთზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დარჩენილ მონაკვეთებზე სამობილიზაციო სამუშაოებია. მთლიანობაში ვგეგმავთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულია ბევრი ქართველი მუშა, მათ შორის, ადამიანები, რომლების ცხოვრობენ მიმდებარე სოფლებში. 5000 კაცი იყო დასაქმებული 2019 წელს. მას შემდეგ, რაც აქტიურ ფაზაში შევიდა დამატებითი ორი მონაკვეთი, ეს რაოდენობა 10 000 კაცამდე გაიზრდება და აქედან 70-80% ქართველი პერსონალია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მათ აძლევთ შემოსავლის წყაროს და ასევე დამატებით უნარ-ჩვევებს, რაც გამოადგებათ სამომავლოდ სამშენებლო სექტორში წარმატებით დასაქმებისათვის", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამჟამად პირველი გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში კი იგეგმება ასევე ორი გვირაბის გაჭრა.


„ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, გვენახა პირველი გვირაბის გაჭრის სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში იგეგმება ასევე ორი გვირაბის გაჭრა. ძალიან ბევრი გვირაბი და ხიდი გვაქვს ამ მონაკვეთზე. ეს მონაკვეთი არის საინჟინრო ნაგებობებით ყველაზე ძლიერად დატვირთული. ძალიან საინტერესოა საინჟინრო გამოწვევებითაც. ჩვენ გვქონდა საშუალება, კოვიდის ინფექციამდე სტუდენტებისთვის გვეჩვენებინა მშენებლობის პროცესი, პრაქტიკაში გვეჩვენებინა მათთვის ის თეორიული ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ უნივერსიტეტებში და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ფონი მოგვცემს ამის საშუალებას, ამ პრაქტიკასაც გავაგრძელებთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up