მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში

მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში

access_time2020-04-02 21:00:03

ორმილიარდიანი პაკეტი მოხმრადება უკვე დაანონსებულ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია ეკონომიკის გარკვეული სექტორების მხარდასაჭერად, მათ შორისაა ტურიზმის ინდუსტრია. ამ პაკეტის ფარგლებში მოხდება საბანკო სესხის სუბსიდირება 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის და გადავადდება საშემოსავლო და ქონების გადასახადი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულია დღგ-ის დაბრუნება 600 მილიონ ლარამდე, რომელიც არამხოლოდ ტურისტულს, ყველა სახის ბიზნესს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს და შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის დაწესებული სხვადასხვა შეღავათის გარდა, მთავრობამ შეიმუშავა კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც 1 200 000 ოჯახისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყლის საფასურის გადახდას, ხოლო 671 000 ოჯახისთვის გაზის დავალიანების დაფარვას ითვალისწინებს.


„ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელსაც მთავრობა სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს ამ კრიზისის დასაძლევად. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ძალიან გვიჭირს და უჭირს მთელს მოფლიოს. დიდი ქვეყნებიც კი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტები ვერ ახერხებენ განსაზღვრონ თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, კონკრეტულად რომელ სექტორებზე და როგორ აისახება ეს გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის მიერ შეთავაზებული პაკეტები თავისი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მიმართულია იქეთკენ, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ფინანსური ამოცანების გადაწყვეტაში,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up